სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი მეგრელიშვილის სასიყვარულო კომედია - "ზაზუნა" მიშა მესხისა და ლალი მოროშიკინას მონაწილეობით

სასიყვარულო კომედია, თან კრიმინალური, სულელი დეტექტივები, რომელთაც ყველაფრის სჯერათ, შეშინებული თბილისელი ძერსკი გოგო და ზაზუნა სხვა მრავალ მოულოდნელობასთან ერთად. რეჟისორი ამბობს ფილმში პარადოქსული სიტუაციააო, მოდი და არ დაიჯერო, როცა იგებ რომ კრიმინალური ჟანრის სასიყვარულო კომედიის შინაარსის მთავარი პერსონაჟი ზაზუნაა. ეს ახალი ფილმია სახელწოდებით "დაgoogლე ზაზუ".

ფილმის რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილია, მთავარი როლების შემსრულებელთა შორის კი მიშა მესხი და ლალი მოროშკინა არიან.

პრემიერა 26 ნოემბერს გაიმართება, მანამდე კი დრონი.ჯი ფილმის რეჟისორსა და მსახიობებს გაესაუბრა.

გიორგი მეგრელიშვილი: "დაgoogლე ზაზუ" ჩემი მეორე დიდი მხატვრული ფილმია, რომელიც აგვსიტოში გადავიღეთ. მთავარ როლებში მიშა მესხი, ლალი მოროშკინა, გიო კოხრეიძე, დათუკიშვილის დათო, მარიამ მდივანი, და არჩილ გოგოტიშვილი არიან. ეს არის სასიყვარულო კომედია , თან კრიმინალური. ძალიან სახალისო ფილმი გამოვიდა. „ზაზუნა“ პირდაპირი მნიშვნელობით და გადატანითი მნიშვნელობით , იმიტო რო ზაზუნა გვყავს პერსონაჟი, რაღაც პარადოქსული სიტუაციაა ფილმში, მოკლედ 26 ნოემბრიდან ყველაფერს თავად იხილავს ქართველი მაყურებელი.

თქვენი როგორც რეჟისორის პროგნოზები როგორია? მოეწონება თუ არა ფილმი ქართველ მაყურებელს?

არვიცი ჩემი როგორც რეჟისორის მიზანიც ესაა და ძალიან გამიხარდება თუ ასე იქნება და დიდი სურვილი მაქვს რომ ასე იყოს.

ფილმში ძირითადად დამწყები მსახიობები მონაწილეობენ, როგორ გაართვეს თავი და რას იტყვით მათზე?

მართალია მიშას და ლალის გარდა დამწყები მსახიობები ავიყვანე როლზე, და მინდა გითხრათ რომ ჩემთვის აღმოჩენა იყო გიო კოხრეიძე და დავით დათუკიშვილი, ასევე გოგოებიც მაკო ფაილოძე, რომელსაც ზაზა ურუშაძესთან აქვს ნათამაშები და აუნდა რომ ამ გზას გაყვეს და მარიამ მდივანი. ეს ადამიანები მე აღმოვაჩინე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთ დროს მეც ვიღაცამ აღმომაჩინა და შანსი მომცა.

გეგმავთ თუ არა ახლო მომავალში და უნდა ელოდოს თუ არა მაყურებელი გიორგი მეგრელიშვილსიგან ახალ ფილმს?

ამ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ფინანსებია. ამ ეტაპზე კინოცენტრში შეტანილი მაქვს სცენარი და დეკემბრიდან ველოდები დაფინანსებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ გადავიღო ისეთივე, როგორც უნდა გადავიღო ფილმი და კინოცენტრი ამის საშულაებას იძლევა. 12 კონკურსანტიდან 3-ს უნდა მისცეს თანხა და იმედია ამ სამეულში მოვხდები და აი მერე გავაკეთებ ისეთ მაგარ ფილმს, როგორზეც მიფიქრია.

რეჟისორთან ინტერვიუს შემდეგ დრონი.ჯი ფილმში მთავარი როლის შემსრულებლებსაც გაესაუბრა.

გოგა კოხრეიძე: ეს ჩემი პირველი მთავარი და მნიშვნელოვანი როლია, რაც საინტერესო და საპასუხისმგებლო იყო ორმაგად. ჩემი პერსონაჟი სულელი დეტექტივია, რომელსაც ყველაფერი სჯერა. ძალიან საინტერესო, ჩახლართული კომედია გამოვიდა, რომელიც არ არის ბანალურ ფრაზებზე და იაფფასიან იუმორზე აგებული.

რაც შეეხება გიორგის ვფიქრობ, რომ ის არამარტო კარგი მსახიობი, არამედ კარგი რეჟისორიცაა და ნაყოფიერი იყო მასთან მუსშაობა. გადამღები ჯგუფიც საკუთარ საქმეს დიდი მონდომებით ართმევდა თავს და მოკლედ საინტერესო გადაღებები გვქონდა, ბევრი კურიოზული შემთხვევით დატვირთული. ფილმს რაც შეეხება 26 ნოემბერს მაყურებელმა თავად უნდა ნახოს და შეაფასოს, ვფიქრობ რომ მოეწონებათ.

სალომე ბეროძე: ფილმში მოვხვდი სრულიად შემთხვევით, დამიკავშირდა ფილმის რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი და შემომთავაზა მიმეღო მონაწილეობა. ჩემი პერსონაჟი თბილისელი ძერსკი გოგო ტასოა, რომელიც ცოტა შეაშინეს. ეს ჩემი პირველი როლი იყო, ცოტა ვნერვიულობდი თუმცა გადაღების პროცესმა კარგად და სახალისოდ ჩაიარა.

დეტალურად ფილმის განხილვას შეგნებულად არ დავიწყებ , რადგან პრემიერა სულ მალე გაიმართება.

მოკლედ „ზაზუნა“ გელით და თქვენი შეფასების მოლოდინშია. 26 ნოემბერს 20 საათზე კინოთეატრი ამირანი ფილმის პრემიერას უმასპინძლებს. ქართველ მაყურებელს კი ამის შემდეგ, მთელი ზამთარი შეეძლება ახალი ქართული კომედიის ხილვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100