სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეთნო დიზაინი და თანამედროვე საავტორო მუსიკა ბათუმში

ადგილობრივი არტ - ბაზრის ხელშეწყობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

2016 წლის 24 აგვისტოს, ევროპის მოედანზე გაიმართა ტრადიციული რეწვის ოსტატების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი ბენდების კონცერტი.

ღონისძიება დაათვალიერეს,როგორც რეგიონის პირველმა პირებმა ზურაბ პატარაძემ, ავთანდილ ბერიძემ და მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, ასევე ქალაქის სტუმრებმა.

ხელნაკეთი შემოქმედება კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. მისი ყოველი დარგი - ქსოვა, კერამიკა, ხეზე კვეთა, სიუველირო ნაკეთობანი და სხვა გამოირჩევა განსხვავებული და მრავალფეროვანი ტექნიკით.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ადგილობრივ ტრადიციული რეწვის ოსტატებს წელს პირველად პრაქტიკული დახმარება გაუწია პროდუქციის შექმნის, წარმოებისა და მარკეტინგის დარგში სწავლებაში.

თანამშრომლობის ამ გზით სამინიტრო ცდილობს გაზარდოს ხალხური რეწვის სექტორის ეკონომიკიური სიცოცხლის უნარიანობა. საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის დახმარებით განახორციელდა აჭარაში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების გადამზადება. „ შედეგიდან გამომდინარე სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება,რომ პროგრამა სამომავლოდაც გაგრძელდეს, რათა რეწვის ოსტატებმა შეძლონ მონაწილეობა მიიღონ, როგორც ადგილობრივ ასევე, საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებზე, რაც ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ სარგებელს და პროდუქციის რეალიზაციის გაზრდას“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ.

სამინისტრომ ადგილობრივი მუსიკოსების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით შეიმუშავა ბენდების პროდიუსინგის ხელშეწყობის პროგრამა. შეირჩა სამი ბენდი - The Nemo, Groovephonics და Asea Sool. პროექტის ფარგლებში მომზადდა საავტორო მუსიკის შემქმნელი სამი ბენდის მარკეტინგული კონცეფცია, თითოეული ბენდისთვის დამზადდა ვებ-გვერდი და ვიდეო რგოლები ინტერნეტ სივრცისთვის, შეიქმნა ბრენდ ბუქი და პორტფოლიო.
მუშაობა მიმდინარეობს მაღალი ხარისხით სტუდიურად ჩანაწერების შექმნაზე.

ბენდებმა გამართეს კონცერტი ქობულეთში,წარმატებით შედგა შეხვედრა მაყურებელთან ბათუმში და 26-27 აგვისტოს გაიმართება კონცერტები გონიო-კვარიათში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100