სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაიკლ ჯექსონის ოჯახი, მომღერლის გასახსენებლად, კონცერტს ჩაატარებს

მაიკლ ჯექსონის საპატივცემულო კონცერტი, მიმდინარე წლის ოქტომბერში, კარდიფში ჩატარდება. შოუ სტარტს სტადიონ, „ნილენიუმზე“ აიღებს. აღნიშნული ინფორმაცია, სპეციალურად ჩატარებულ პრეს–კონფერენციაზე, პოპის მეფის ნათესავებმა გაავრცელეს.

როგორც ჯექსონის, დედამ, დებმა და ძმებმა განაცხადეს, კონცერტში მონაწილეობას მსოფლიო დონის ვარსკვლავები მიიღებენ. ისინი, ჯერჯერობით, არ ამხელენ მონაწილეთა სიას. მხოლოდ ის არის ცნიბილი, რომ სცენაზე ისინი გამოვლენ, ვინც თავად მაიკლს უყვარდა და პატივს სცემდა.

მონაწილეთა ვინაობა 4 აგვისტომდე ყოველდღიურად გავრცელდება და სწორედ ამ დღეს დაიწყება ბილეთების გაყიდვები. მოსალოდნელია, რომ კონცერტს 75 ათასი ადამიანი დაესწრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100