მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE" Contact
ყველაზე კითხვადი სტატია
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
"ცხო­რი! ცხო­რი! ცხო­რი!"
ახლა კითხულობენ

მე ჰომოფობი ვარ, რადგან...  

მზრუნველობამოკლებული ბავშვები ცნობილ მომღერლებთან დუეტებს ჩაწერენ  

ქართული ფილმის „ჯარისკაცის მამა“ ფერადი ვერსია  

ერთი დღე მარტოხელა ქალის ცხოვრებიდან  

მუხრან მაჭავარიანი: ეს გზა, მეც ვიცი, საითკენ მიდის...  

გრიგოლ რობაქიძე: კონსტანტინე გამსახურდია 

კადრები ოთარ მეღვინეთუხუცესის 80 წლის იუბილედან 

ბიზანტიის ქართველი დედოფალი-დიდებისმოყვარე ქალი თუ გმირი დედა? 

მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი 

ის მსოფლიოს ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტია 

მანქანების ტანგო 
დაუმორჩილებელი ქართული პოეზია

ზურაბ ქართველაძე
12:25 16.07.2012

კიდევ ერთხელ შევახსენებთ „დრონი.ჯი"-ს მკითხველს, რომ მოკლე ხანში დაიბეჭდება ასი ქართული ლექსის კრებული, სათაურით „დაუმორჩილებელი ქართული პოეზია", სადაც შეკრებილი იქნება ორი საუკუნის მანძილზე იმპერიული ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული ქართული პოეზიის ნიმუშები.

ბუნებრივია, ერთი პატარა კრებული და იქ მოთავსებული 100 ლექსი ვერ დაიტევს პოეტური ნაწარმოებების იმ უსაზღვრო რაოდენობას, რომელიც ქართველ ავტორებს შეუქმნიათ რუსული იმპერიული ძალმომრეობის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენი საიტი კრებულის დაბეჭდვამდე და, შესაძლოა, შემდეგაც დროდადრო მოგაწვდით ცალკეული ავტორების პოეტურ ქმნილებებს.

დღეს თქვენს წინაშეა სამი ავტორის ლექსები - გიგო ხეჩუაშვილის, ჭოლა ლომთათიძისა და ლადო გეგეჭკორის.

გიგო ხეჩუაშვილი ხალხის წიაღიდან გამოსული მელექსე იყო - თვითნასწავლი შავი მუშა, შემდეგ - ასოთამწყობი; მას ხეირიანად არც რელიგიური მსოფლმხედველობა ჰქონდა გაცნობიერებული და არც ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობას იცნობდა. მით უფრო საგულისხმოა მის მიერ ბავშვის გულუბრყვილო თვალებით დანახული იმპერიული ძალადობა, რომელიც უხეშ რუსულ ძალას სდევდა თან.

ჭოლა ლომთათიძესა და ლადო გეგეჭკორს თითქმის ერთნაირი ფსევდონიმები ჰქონდათ ჟურნალ „ნიშადურში" - შესაბამისად - „გერი" და „გე-რი". მაგრამ, თუკი ჭოლას, როგორც პროზაიკოსს, ასე თუ ისე იცნობს ქართველი მკითხველი და იცის, რომ ისტორიულ-კულტურულ მონაპოვართა ნიჰილისტური უარყოფის ჟამს იგი მხნედ ქადაგებდა ეროვნული თვითმყოფადობისადმი ერთგულებას - ლადო გეგეჭკორის სახელი თითქმის უცნობია მისთვის, რადგან მას ღვაწლი აქვს გაღებული უფრო მეტად სამუსიკო ხელოვნებაში, როგორც ქართული მუსუკის მოამაგესა და ამაგდარს; ისიც აღსანიშნავია, რომ ამავე დროს იგი იყო თბილისის უნივერსიტეტის პირველი მდივან-მწიგნობარი.

როგორც მკითხველი თავადაც შეამჩნევს, სამივე ავტორის ლექსებს, ერთიანი მძაფრი ეროვნული მუხტის გარდა, გარკვეულწილად ფორმისა და სათქმელის მსგავსებაც აერთიანებს.

სამწუხაროდ ეს ის სათქმელია, რომელიც ერთი საუკუნის შემდეგ კვლავ აქტუალური რჩება დღემდე, რადგან ვერ დაეხსნა საქართველოს „ძალად მაცხონე" „დედინაცვლის" „აჩრდილი"!

გიგო ხეჩუაშვილი (თეძმისხეველი)

რუსეთის აჩრდილიდან

სამოთხე შენ შემაჯავრე,

შემაყვარე ჯოჯოხეთი,

წმინდა სისხლი დამიქციე,

დამავიწყე ზეცა, ღმერთი!..

მიღალატე, მომატყუე,

გული, სული ამომხადე;

რას მერჩოდი, შე უღმერთო,

რად მესროლე ცეცხლის ბადე?!

ქვესკნეთშია ჩამაძვრინე,

მზეს ისარი მატყორცინე,

ანგელოზი მაწყევლინე,

ეშმაკებზე მალოცვინე.

მტრები სახლში მომირეკე,

მოძმეები მახოცინე,

ნემსის წვერით მიალერსე,

არც მომკალ, არც დამარჩინე!

ცეცხლის ალი მომიკიდე,

აღმიძარი ტრფობის ჟინი,

ხან მახტუნე, ხან მაცეკვე,

გამიმართე მითომ ლხინი;

ტკბილ სიტყვებით გადამრიე,

დამიბნიე თავში ტვინი,

ზამთრის ყინვად შემიცვალე

გაზაფხულის მოლოდინი!

რა გსურს ქაჯო, საზიზღარო,

მოღალატევ და მუხთალო?

შე, მაცდურო, როდემდისინ

უნდა მტანჯო და მაწვალო?!

მეყო შენი ლოლიობა

ახლა წადი, გამეცალე;

სულში ხელს ნუ მიფათურებ,

გულის ბაღი დამიცალე!

ჭოლა ლომთათიძე

ძალად მაცხონეს

რას ჩაგვაცივდი...ბატონო,

აღარ გვსურს გვყავდე პატრონად!

შენ იპარპაშო და ჩვენ კი

გეყოლოთ მუდამ ყმა-მონად?

რომ მოზრდილს გვხედავ, რად ჯავრობ?

გსურს ისევ დაგვაპატარო?

გრძნობა დაგვიხშო, დაგვჯაბნო

და შენს ჭკუაზე გვატარო?!

მაგრამ იკმარე, რაც გვტანჯე,

რაც ფლანგე ჩვენი ქონება!..

სრული წლოვანი „ბავშვები"

კვლავ ვეღარ დაგემონება!

ჩვენ გირჩევთ ანგარიშები

პირნათლად მალე გასწმინდო,

ხოლო შემდეგში ჩვენს ზრუნვას

დროისით ხელი არიდო!

ლადო გეგეჭკორი

დედინაცვლის ნანა

მისთვის გარწევ, შე სამიწევ,

მსურს რომ დაგაძინო,

დაგავიწყო დედა, თამარ,

ქეთევან და ნინო. –

დედის ნაცვლად მე გიყვარდე,

ჩემებრ გატიტინო;

მსურდეს – ცრემლი გაღვრევინო,

მსურდეს – მოგალხინო.

პირი მაგრად შეგიბუდრე,

მკლავი გაგიკონე,

საუკუნე ასე გარწევ

და ვერ დაგიმონე.

კიდევ დედა გაგონდება,

კიდევ მისკენ იწევ;

განა დედის მაგივრობას

მე კი ვერ გაგიწევ?

ეს იცოდე, ლომის ლეკვო!

მე ვარ შენი დედა,

ნუ ჯიუტობ, ნუ ოცნებობ,

ნუ მოგივა ბნედა.

დაივიწყე, რაც იყავი,

ჩემზედა ილოცე,

გიჯობს მეყმო, მეთაყვანო,

ფეხი დამიკოცნე.

მე გპატრონობ, მე გბატონობ...

სხვა რაღა გსურს ნეტავ?

ამოგიყვან მაგ აკვნიდან,

სიპ ქვას მიგაწყვეტავ!

კომენტარი     ბეჭდვა  

antibiotiki2012-07-16 13:10:10
დაუმორჩილებლობა კაია მარა ამ ლექსებში პოეზია არსად არაა.

ვარლამ გიქანავა2012-07-16 13:37:55
აუუუუუ....რა მაგარია :)))))))))))

ვარლამ გიქანავა2012-07-16 13:39:51
ანტიბიოტიკო, რა იყო, რა გეწყინა? აბა სულ "ბოჟე ცარია ხრანი" და "დიდება ლენინის" ღრიალი არ მოგწყინდა?

ტოტო2012-07-16 14:15:23
საინტერესოა ცისპერი მეოცნებეების აზრი, რას იტყვის ამაზე ბორია?

ტროყო2012-07-16 14:26:25
მიXუას გაუგზავნია,
კარალეთს ჯილა ბიჭები
არიქა DEდა გვეტYVNEბა
,ცოტაც და სულ გავგიჟდები.
მიშველეთ სკამი მეცლება,
ყოველდღე მეკვრის კრიჭები,
ვეღარა მშველის ოYNები,
წამლისგან მძვრება კიჭები.
გაყარეთ შიდა ქართლიდან,
მეოცნებათა გიჟები
თორე სუყველა ერთადა
პრOჭებზE გაDავიXევით!!
გორიდან შემოუთვლიან,
ჯონდოია და კოლია
წადი მიშIკO შენს მეტი
ჩვენ მტერი არაგვყოლია.
თხუთმეტში წერტილს დაუსვავს
შენს ბლატაობას გორიო,
მოეძაძღებათ თქვენს ცოლებს,
ტYნAUNლით პრOჭIს რგოლიო!!!
რაც რომა ჩვენ ერს დამართეთ,
ახლა მიიღე რევანში,
გაასწარ თორე გაგიYრით,
და ასე ჩაგყრით ერევანში,
გზაში თუ გამოგეYEლათ
ჩაგაბანინებთ სევანში!!!!!!!!!!
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, ,,,,,,,,,,,,,
დღეს დაანონსდა მიტინგი
შიდაქართლს ქალაქ გორშიო
MIხUისტEბო თქვენს DEდEბს,
საღამოს შევცხEბთ YრOნტშიო.
წამოგვეგებით YLისთავზე
როგორც კალბასის ჩეკიო,
ზOნDერ ბრიგადებს სულ მალე
ჩაგელეწებათ ნეკნიო.
MIXა გამხდარა ფინთათა
რა მეშველება დეDIო?
შენი საშველი აღარ ჩანს
მოვტYAN შენი დამგDებიო.
რაც რომა ჭამე ქვეყანა
ხალხი გაგადენს შხამათა
ჩემმა დიდYურა ჯონდომა (ვირია)
DUმEბში გაგიშAMათა!!!
რა ეშველება შენს სტომაქს,
რო ვერ გაძღობდა საჭმელი,
რა Gაგაჩინეს ესეთი
მავტYAN შენ ჭიპის წამჭრელი.
როგორც ამბობდა ჩვენთანა
გაუმაძღარზე ბერიკა,
ამისა მერე GIულიჩ!!!
ჭამე ნახერხი MOჯVი რეიკა.!!!!! ........................................ფელიჩიტააა აააააააააააააააააააააააააააააააააააააა

ტროყო2012-07-16 14:27:03
ეხლა ჩემი პოეზიის შედევრი არა ჯობია DDDDDDDDDDDდდ

2012-07-16 14:56:47
/



მოიდა მიშასიიიიიი!


/

2012-07-16 14:57:36
.


ტრაყოოოო
მოიდა მიშასიიიიი




,

ტროყო2012-07-16 15:04:28
თუახლოა გაDაიგდე ყრონტში მერე, როგორც იცი ხოლმე.რა სახალხო გახადე DDDDDDDDDD

2012-07-16 17:20:50
.

იქს2012-07-16 22:11:34
ვაა მოდერ, შინაარსსაც ფილტრავთ უკვეე

იქს2012-07-16 22:12:20
ვაა რა მაგარია, პრეზიდენტის გვარი დავწერე და დაბლოკა, აი დემოკრატიაააა

სოფისტი2012-07-17 00:50:23
ტროყო.ყოველთვის მომწონს შენი წერილები და განსაკუთრებულიხარ ყოველთვის.

ტროყო2012-07-17 11:41:57
მიXუას გაუგზავნია,
კარალეთს ჯილა ბიჭები
არიქა DEდა გვეტYVNEბა
,ცოტაც და სულ გავგიჟდები.
მიშველეთ სკამი მეცლება,
ყოველდღე მეკვრის კრიჭები,
ვეღარა მშველის ოYNები,
წამლისგან მძვრება კიჭები.
გაყარეთ შიდა ქართლიდან,
მეოცნებათა გიჟები
თორე სუყველა ერთადა
პრOჭებზE გაDავიXევით!!
გორიდან შემოუთვლიან,
ჯონდოია და კოლია
წადი მიშIკO შენს მეტი
ჩვენ მტერი არაგვყოლია.
თხუთმეტში წერტილს დაუსვავს
შენს ბლატაობას გორიო,
მოეძაძღებათ თქვენს ცოლებს,
ტYნAUNლით პრOჭIს რგოლიო!!!
რაც რომა ჩვენ ერს დამართეთ,
ახლა მიიღე რევანში,
გაასწარ თორე გაგიYრით,
და ასე ჩაგყრით ერევანში,
გზაში თუ გამოგეYEლათ
ჩაგაბანინებთ სევანში!!!!!!!!!!
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, ,,,,,,,,,,,,,
დღეს დაანონსდა მიტინგი
შიდაქართლს ქალაქ გორშიო
MIხUისტEბო თქვენს DEდEბს,
საღამოს შევცხEბთ YრOნტშიო.
წამოგვეგებით YLისთავზე
როგორც კალბასის ჩეკიო,
ზOნDერ ბრიგადებს სულ მალე
ჩაგელეწებათ ნეკნიო.
MIXა გამხდარა ფინთათა
რა მეშველება დეDIო?
შენი საშველი აღარ ჩანს
მოვტYAN შენი დამგDებიო.
რაც რომა ჭამე ქვეყანა
ხალხი გაგადენს შხამათა
ჩემმა დიდYურა ჯონდომა (ვირია)
DUმEბში გაგიშAMათა!!!
რა ეშველება შენს სტომაქს,
რო ვერ გაძღობდა საჭმელი,
რა Gაგაჩინეს ესეთი
მავტYAN შენ ჭიპის წამჭრელი.
როგორც ამბობდა ჩვენთანა
გაუმაძღარზე ბერიკა,
ამისა მერე GIულიჩ!!!
ჭამე ნახერხი MOჯVი რეიკა.!!!!! ........................................ფელიჩიტააა აააააააააააააააააააააააააააააააააააააა

პარადისო2012-07-27 19:40:43
ეს პოეზია თუ არი მასშინ მე პოეზიის მნიშვნელობა არ მცოდნია და ბარემ ისიც ამიხსენით რააა ტროყოს უფრო ესმის პოეზია ვიდრე მაგათ ბოდიშს ვიხდი თუ ვინმეს ვაწყენინე მაგრამ რა ვქნა ჩემი აზრი ეგ არის

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
droni.gimg@gmail.com
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962
რეკლამა საიტზე
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი