მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE" Contact
ყველაზე კითხვადი სტატია
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ბლოგები
სან­დ­როს უყ­ვარს დე­და, ამი­ტომ მი­სი ცო­ლი უნ­და იყოს ქა­ლიშ­ვი­ლი!
ახლა კითხულობენ

"ბევრი ოქრო წაიღეთ, გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება"  

მიტოვებული ქალის წერილი  

დაწყევლილი შედევრები  

გერმანული ბალეტი-სადისტური პრემიერა (ფოტორეპორტაჟი)  

უცნაური სილამაზის კონკურსი ისრაელში (ფოტოკოლაჟი)  

ბერიას შურისძიების მსხვერპლი თუ უბედურ შემთხვევას შეწირული ქართული კინოს ლეგენდა? 

თბილისელი „ჩაშკას“ გულისამაჩუყებელი ისტორია 

გიორგი ვაშაძე - გზა რეფორმატორობამდე 

ავტომობილის ფერი და მფლობელის ხასიათი 

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია-პოლიციის მანქანები დუბაიში 

მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი 
შეიწირა თუ არა სექსმა რაფაელი - მითი და სინამდვილე

ნია კომლელი
12:45 10.08.2012

იტალიაში სიყვარულის სარეცელზე გარდაცვლილ მამაკაცებს უკანასკნელ გზაზე მიაცილებენ სიტყვებით: „მოკვდა რაფაელივით". არსებობს მითი, რომ სახელგანთქმული მხატვარი 37 წლის ასაკში სექსუალური ურთიერთობის სიჭარბისაგან გარდაიცვალა.

აღორძინების სამ ტიტანს შორის, მშვენიერი გარეგნობის რაფაელი, ლეონარდო და ვინჩისა და მიქელანჯელოსთან შედარებით, გაცილებით ნაკლებად მამაკაცურად გამოიყურებოდა, მაგრამ - ინებეთ პარადოქსი: საქმეში თუ ჩავიხედავთ, ამ ცნობილი სამეულიდან სწორედ ის იყო ჭეშმარიტი მამრი. ვიდრე ლეონარდო „მეგობრობდა" მოსწავლეებთან, ხოლო შრომისმოყვარე მიქელანჯელო საერთოდ არ იმჩნევდა გარშემო არავის, რაფაელ სანტი ქალს არ ტოვებდა უალერსოდ. მაგრამ ყველა ქალს შორის რაფაელს ჰყავდა ერთი გამორჩეული სატრფო - ხაბაზის ქალიშვილი მარგარიტა ლუტი, მეტსახელად „ფორნარინა" („მეფუნთუშე").

ფორნარინას ანგელოზებრივი გარეგნობის გარდა მხატვარს ხიბლავდა მისი კოხტად ნაზარდი ძუძუები. რადგანაც მარგარიტას კერძო მფლობელობისათვის გოგონას მამისათვის რაფაელს საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა გადახდილი (50 ოქროს დუკატი), მის მკერდს თავის საკუთრებად თვლიდა და არ სურდა, რომ სხვებსაც სრულყოფილად ეხილათ მისი ეს სიმდიდრე. ამიტომაც, ხატვის დროს ფორნარინას ძუძუებს უპატარავებდა.

როგორც იტალიელი ისტორიკოსები ირწმუნებიან, სწორედ ამ მოყვარულმა მამოლოგმა შემოიტანა სექსუალური ურთიერთობის ფორმა მკერდთან სიახლოვით (ე.წ. „ tits rape") და თუ მათ ბოლომდე დავუჯერებთ, სწორედ მსგავსი საქმიანობისაგან არაქათგამოცლილს ამოხდომია სული. ეს არის რაფაელის დაღუპვის პირველი ვერსია, რომლის სახეცვლილი მოდიფიკაცია, მხოლოდ ჩვეულებრივ კოიტუსს გულისხმობს, „tits rape"-ის ნაცვლად. სწორედ ამ ვერსიებს შეესატყვისება სიტყვები: „მოკვდა რაფაელივით", რაც, სხვათა შორის, ბედნიერი სიკვდილის სინონიმიც არის წარმომთქმელის წარმოდგენაში. და მაინც, ეს ვერსია ახლოა მითთან.

სინამდვილესთან კი ყველაზე ახლოა რაფაელის სიკვდილის მეორე ვერსია, რომელიც ზემოთ მონათხრობისაგან განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს:

ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი და ძალიან ლამაზი რაფაელი ხატავდა კედელს რომის ფორნეზინოს სასახლის ცენტრალური გალერეისათვის. მას უკვე დახატული ჰქონდა ორი ფრესკა: „სამი გრაცია" და „გალათეა". მესამე ფრესკისთვის - „ამურისა და ფსიქეასათვის" ვერაფრით შეარჩია მენატურე. ერთხელაც, პარკში სეირნობის დროს დალანდა მშვენიერი გოგონა და ამ გოგონამ ყველა და ყველაფერი დაავიწყა - მან იპოვა თავისი ფსიქეა! სთხოვა გოგონას პოზირება და სეანსის დასასრულს აჩუქა ოქროს ყელსაბამი. რაფაელმა გოგონას მამას გადაუხადა სამი ათასი ოქრო და მარგარიტა ლუტი რომში წაიყვანა.

რომში რაფაელმა გოგონას მოსამსახურეები აუყვანა, აავსო საჩუქრებით, მორთო და მოკაზმა. მარგარიტა კი სულ მეტსა და მეტს მოითხოვდა. ქალის ჭირვეულობების დაკმაყოფილების მოსურნე რაფაელი ვეღარ იცლიდა სამუშაოსთვის, მაშინ, როდესაც შემკვეთი, ცნობილი დიდებული აგოსტინო ჩიგი დაბეჯითებით ითხოვდა ნამუშევრის მალე დამთავრებას. მან შეყვარებულებს თავის სასახლეში ცალკე ოთახიც კი გამოუყო, რომ რაფაელს საქმე დაეჩქარებინა.

სასახლეში ამ დროს გამოჩნდა მარგარიტას ყოფილი საქმრო - მწყემსი თომაზო. აღშფოთებული თომაზო მუქარით სავსე წერილებს სწერდა მარგარიტას. გოგონამ, მუქარის შიშით, დახმარებისათვის ჩიგის მიმართა და, როდესაც ჩიგიმ ეს საქმე მოუგვარა, მადლიერების ნიშნად მარგარიტამ საკუთარი სხეული მიუძღვნა მას. ვიდრე გვერდით ოთახში რაფაელი მუშაობდა, მარგარიტა ჩიგისთან ერთობოდა, ხოლო მერე ესეც აღარ იკმარა და ახლა რაფაელის თანაშემწე აცდუნა. თანდათან მარგარიტას გაუტკბა ცდუნებები და რაფაელი უკვე ხშირად ხედავდა, როგორ ბრუნდებოდა ფორნარინა დილაობით დროსტარებების შემდეგ. მხატვარი სიტყვით არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ სულიერად იტანჯებოდა - დადნა, ჩამოხმა და ექიმებმა დაუსვეს „ორგანიზმის განლევის, გამოფიტვის" დიაგნოზი. მიზეზი კი მის მოწონებულ მენატურეს უკავშირდებოდა - მან იცოდა ფორნარინას ღალატის შესახებ - ის ამბავი, რომ ფორნარინა გახდა ერთი ყველაზე უფრო გარყვნილი კურტიზანი რომში, თუმცა აგრძელებდა მის ხატვას: ისევ იყენებდა მოდელად ნახატებისათვის, ცდილობდა ქალის გონზე მოყვანას, ელოდა რომ მისი სიყვარული გადაწონიდა... მაგრამ ვერ მოესწრო - ვერ გაუძლო მისმა ნატანჯმა გულმა. რაფაელი გარდაიცვალა თავის დაბადების დღეს - 1529 წლის 6 აპრილს. ის მხოლოდ 37 წლისა იყო. იგი დაკრძალეს პანთეონში, იტალიის ყველაზე ცნობილ ადამიანთა შორის.

რაც შეეხება მარგარიტას, რაფაელის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ მასზე და მას მოუხდა გაქცევა მამასთან. იქ მას დახვდა მწყემსი თომაზო, რომელსაც საპყრობილეში გაეტარებინა 5 წელი. მის დანახვაზე მარგარიტამ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა - მკერდი მოიშიშვლა და სცადა მისი ცდუნებაში აყოლიება. თომაზომ მიწიდან გოროხი აიღო, ესროლა და გაეცალა...მარგარიტა ლუტიმ ცხოვრება მონასტერში დაასრულა.

კომენტარი     ბეჭდვა  

კენტი2012-08-10 21:34:46
რა თავს იკლავდა ხო არ ეგონა ამოავსებდა =დ=დ

5552012-08-11 15:20:39
იდიოტი; მოღალატე ქალის გულისათვის დაიტანჯო?! უდიდესი იდიოტი ყოფილა, იმდენად დიდი იდიოტი რა დონის მხატვარიც იყო.

იაკო2012-08-11 15:20:41
:D თომაზო რა კაცი იყო !! :DDDD

2012-08-11 15:21:11
უცხოვრია)

ვიბი2012-08-11 19:05:14
555-ს
რატო იყო იდიოტი იქნებ მაზოხისტი იყო? ეგრე მარტივად შეფასება ნოუ ნოუ

ვიბი2012-08-11 19:06:37
ისე რ ამაგარია ძUძუებს რო ამოყრი :)))) რო შეაცდინო. მაშინ ალბათ ძუძუ ძაან 'რედკი' სანახავი იყო ))

მინო2012-08-11 21:59:47
თავის დროის პამელა ანდერსონი იყო :DDDD

ლიკა2012-08-12 03:34:56
რას იზავ ის მხატვარი იყო და ისენი მუზას ერტხელ ირცჰევენ ად მტელი ცხოვრება ის ერტი მუზა ყავტ და ამიტომაც იყო რომ პატიობდა ყველაპერს მიუხედავად ყველაპერისა მაგრამ ტავი მაინც არ უნდა გაენადგურებინა ცოდო იყო აი ტომასზე მეც მაგრად ვიცინე

ბუმსლანგი2012-08-13 13:13:25
"ხოლო შრომისმოყვარე მიქელანჯელო საერთოდ არ იმჩნევდა გარშემო არავის" - აბა დავითი ვინ იყო? ვინ იყო და მისი ხელოსანი, ახალგაზრდა კაცი, მგონი ნიკოლა ერქვა, დაიღუპა ტრაგიკულად, მარმარილოს ლოდი დაეცა, როდესაც მთიდან ჩამოჰქონდათ. დავითს მისი ხელები უსახსოვრა მიქელანჯელომ...

VIP2012-08-27 10:45:58
თომაზო ძაან მაგარი კაცი ეძრობა :DDD იმენა მაგარი პერსონაჟია ამ ისტორიიდან:DDDD

სწავლა უკრაინაში2012-09-02 19:03:02
აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
აღმოსავლეთ უკრაინის ვლადიმერ დალის სახელობის უნივერსიტეტი გიწვევთ სასწავლებლად უკრაინაში!
(უნივერსიტეტში ჩარიცხვა მიმდინარეობს სექტემბრის ბოლომდე ).
სტუდენტთა მისაღებად საჭირო დოკუმენტებია:
1.საერთაშორისო პასპორტი
2.განათლების სერტიფიკატი (მინიმუმ სკოლის ატესტატი) .
უნივერსიტეტი მდებარეობს უკრაინაში, ქალაქ ლუგანსკში.
როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტს, ყველა პროგრამა აქვს აკრედიტებული სახელმწიფოს მიერ და აღიარებულია ევროკავშირისა და საერთაშორისო დონეზე.
უნივერსიტეტი გთავაზობთ სხვადასხვა სპეციალობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს (სწავლის გადასახადი არ აღემატება საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებში სწავლების საფასურს). ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენს უნივერსიტეტში ჩარიცხვას, სტუდენტურ საცხოვრებელში შესახლებას (საფასური წელიწადში 150$), რეგულარულ კონსულტაციასა და დახმარებას სწავლის პროცესში.
დაინტერესებულმა პირებმა მომმართეთ : vnu-ukr@mail.ru
599-80-86-10

მარი2012-10-03 18:07:22
ჩემი აზრით, ორივე ეს ვერსია მცდარია..
შესანიშნავი ნამუშევრები აქვს <3

ფფგფგფგ2012-11-18 20:43:21
ეს ნამდვილი ამბავია

ნატო2013-02-08 00:43:56
ვფიქრობ აქ პერსონაჯების გასაკრიტიკებლად არ დადეს ეს თემა.:)ძალიან საინტერესო ისტორიაა.მსგავს ცნობებს თუ მოგვაწვდით დიდად დაგვავალებთ.:)

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
droni.gimg@gmail.com
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962
რეკლამა საიტზე
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი