სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რობერტ სტურუა: „გადავწყვიტე, მოვდივარ!“

ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ, რომელიც ქსენოფობიურ გამონათქვამებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ სამუშაოდ საქართველოდან მოსკოვში წავიდა, თბილისში, რუსთაველის თეატრში დაბრუნება გადაწყვიტა.

ამის შესახებ განცხადება მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. სტატუსში რეჟისორი აღნიშნავს, რომ მისი ვალია, არ მიატოვოს სახლი, სადაც 50 წელი გაუტარებია. „დრონი.ჯი“ გთავაზობთ რობერტ სტურუას სტატუსს (სტილი დაცულია):

"Robert Sturua
გადავწყვიტე!
მოვდივარ!

თეატრი არც უფერული მსახიობის ზალიკო(ჩიქობავას)კუთვნილებაა, არც ოლივერის და არც პატარა ტკიპების, მართველმა როგორც მურმანივითშეასია თეატრს.
მოვდივარ!
ეს თეატრი ილიასი, აკაკის, იაკობის დაარსებულია და კოტეს ვნებები, ახმეტელის სისხლი, დოდოს თეატრალობა, მიშას ერთგულება მაიძულებს ამ უზურპატორებს გავუსწორდე.
ვინ არიან ეს პუკები, ან გაზარმაცებული მსახიობები - თამაში რომ აღარ უნდათ უბრალოდ ეშინიად.
ან იმ რეჟისორების სიამაყე, ლონდონის 40 წლის წინ დადგმულ სპექტაკლს ქართულ თეატრში უნიჭოდრომ იმეორებენ .
ამიტომ მოვდივარ!
ამ თეატრში მეც ვმუშაობდი და ჩემი ვალია არ მივატოვო ჩემი სახლი, სადაც 50 წელი გავატარე. ხოლო იმ ვითომ ინტელექტუალურ რაჟისორებზე მეტი ნამდვილად წამიკითხავს. ერთი წიგნით მეტი მაინც.
და იმ ნიჭიერ მსახიობებს, ვისაც ხელფასი ბევრად დაბალია, ვიდრე უნიჭო არტისტებს. ნამდვილად ვუშველი.
ბოლოს და ბოლოს ეს რუსთაველის თეატრია!
ქართველების ერთადერთი თეატრი.
სამწუხაროდ...
მოვდივარ!"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100