სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეთა თოფურიას შესახებ ფილმს იღებენ. გაინტერესებთ რას ამბობენ რუსი ვარსკვლავები?

„არც ისე მალე, მაგრამ იქნება ფილმი ქეთის შესახებ“ - ეს განცხადება ქეთა თოფურიამ სოციალურ ქსელში გააკეთა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ და როგორ იღებს ფილმს, თუმცა ქეთამ განცხადებასთან ერთად ფილმის რამდენიმე კადრიც გამოაქვეყნა.

ვიდეოჩანაწერებში რუსული ესტრადის ვარსკვლავები, რეპერი ტიმატი, მომღერალი ემინი და სუპერვარსკვლავი დიმა ბილანი ქეთას შესახებ საუბრობენ. (იხილეთ სტატიაზე მიბმული ვიდეოები)

დიმა ბილანი: ტალანტი, კრეატიული, არაჩვეულებრივი, მოულოდნელი ვინ თუ არა ქეთი თოფურია. გასაოცარი მხოლოდ ისაა, რომ ამ ყველაფერთან ერთად შენ იმასაც ახერხებ, რომ იყო ბედნიერი.

ტიმატი: ქეთი ჩემი მეგობარია, ცხოვრებაში ეს იშვიათად ხდება, როდესაც გოგოს ვესაუბრები, მას კი ჩემი ისე ესმის როგორც ბიჭს. ქეთის გააჩნია სტილისა და მოდის თავისი განუმეორებელი გრძნობა და ეს ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული ისტორიაა.

ემინი: თუ ისმის მხიარული და ხმამაღალი სიცილი, შენ უკვე იცი, რომ ქეთი სადღაც ახლოსაა და იქნება მხიარულება. ვუსურვებ, რომ მთელი ცხოვრება გაჰყოლოდეს ბედნიერების ის შეგრძნება, რომელსაც ის ყველას გადასცემს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100