სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"6 წლისა ძიძამ, 12 წლისა კი ძმის ძმაკაცმა გამაუპატიურა" - პამელა ანდერსონის აღიარება

46 წლის პამელა ანდერსონმა საკუთარი წარსულის ყველაზე მტკივნეული მომენტის შესახებ ისაუბრა. „12 წლის ასაკში გამაუპატიურეს“ - განაცხადა კანის კინოფესტივალზე სტუმრობისას ვარსკვლავმა.

აღნიშნული განცხადება პამელამ საკუთარი საქველმოქმედო ფონტის „The Pamela Anderson Foundation“ პრეზენტაციის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პამელა ანდერსონი: ძალიან მძიმე ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს ვუყვარდი და ჩემს დაცვას ცდილობდნენ. მამა ლოთობდა, დედა ოფიციანტად მუშაობდა ოჯახის რჩენის მიზნით და ჩემთვის დრო არ რჩებოდათ. პირველად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 6 წლის ასაკში გავხდი, ჩემივე ძიძის მხრიდან. 12 წლის ასაკში კი ჩემი ძმის 25 წლის მეგობარმა გამაუპატიურა. ის საღამო დღემდე საშინლად მახსეენდება, სახლში დამპატიჟა ნარდის სათამაშოდ, შემდეგ ზურგზე მასაჟის გაკეთება შემომთავაზა, ეს ჩემი პირველი ჰეტეროსექსუალური გამოცდილება იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100