სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

42 წლის კამერონ დიასი პირველად თხოვდება. ვინ არის მისი რჩეული?

ჰოლივუდის ვარსკვლავი კამერონ დიასი თხოვდება. 42 წლის ლამაზმანის რჩეული 35 წლის ბენჯი მადენი გახლავთ. ქორწილი 2015 წლის დასაწყისშია დაგეგმილი, თუმცა ზუსტი თარიღი მედიისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.

ბენჯი მუსიკალური ჯგუფის Good Charlotte-ს გიტარისტია, ის კამერონის ცხოვრებაში პირველი მუსიკოსი არ გახლავთ, წარსულში ლამაზმანი ჯასტინ ტიმბერლეიკსა და ჯარედ ლეტოს ხვდებოდა.

ცნობისთვის კამერონი არასდროს ყოფილა დაქორწინებული.

„ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი ქორწინებაში იმყოფებიან იმათთან ვინც აღარ უყვართ. მე არ მინდა გათხოვება იმაზე ვისთანაც შემდეგ განქორწინება მომიწევს.“ - ასე განმარტავდა მსახიობი თავის გაუთხოვრობას, თუმცა როგორც ჩანს მადენმა მას აზრი შეაცვლევინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100