სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი

მეათე ადგილი - დევიდ და ვიკტორია (ადამსი) ბექემების საქორწინო ცერემონიალს ხვდა წილად. ქორწილი 1999 წელს ლატრელსტოუნის სასახლეში გაიმართა და მისი ბიუჯეტი 800 ათასი დოლარი იყო. აღსანიშნავია რომ თანხის დიდი ნაწილი, 160 ათასი დოლარი დაიხარჯა ვიკტორიას ოქროს დიადემაზე, რომელიც პატარძალმა ფატის ნაცვლად მოირგო თავზე.

მეცხრე ადგილი - ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის 1 მილიონ დოლარად ღირებული ქორწილი. ამ დღეს ჯენიფერს 50 ათას დოლარად ღირებული კაბა ეცვა, ბრედს 4 ათას დოლარიანი სმოკინგი, 100 ათასი დოლარი კი ვარსკვლავური ქორწილის გაძლიერებულ დაცვაზე დაიხარჯა. მათი ქორწილი 2000 წელს გაიმართა, ქორწინებამ კი 5 წელიწადს გასტანა, მანამ სანამ ბრედის ცხოვრებაში ანჯელინა ჯოლი არ გამოჩნდა და ოჯახი არ დაუნგრია.

მერვე ადგილი - ამ პოზიციაზე ორი წყვილი მოხვდა, რადგან საქორწინო ცერემონია 1,5 მილიონი დაუჯდათ მაიკლ დუგლასსა და კეტრინ ზეტა ჯონსს და ასევე მადონასა და გაი რიჩს.

მეშვიდე ადგილი - საქორწინო ხარჯები 2 მილიონამდე აიყვანეს კრისტინა აგილერამ და ჯორდან ბრეტმენმა.

მეექვსე ადგილზე რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი მოხვდნენ, რომელთა საქორწინო ცერემონიაც 2,5 მილიონი დოლარი დაჯდა.

მეხუთე ადგილზეა ტომ კრუზისა და კეიტი ჰოლმსის 3,5 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტის მქონე ქორწილი. წყვილმა 2006 წელს იქორწინა და ერთად 6 წელი იცხოვრეს, მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ, სური, რომელიც მსოფლიოს ყველაზე განებივრებული ბავშვების სიის სათავეში დგას, რადგან მშობლები მას წარმოუდგენელ ფუფუნებაში ზრდიან და ყველა სურვილს უსრულებენ.

მეოთხე ადგილზეა ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯესიკა ბილის ქორწილი, რომელიც წყვილს 6,5 მილიონი დოლარი დაუჯდა.

მესამე ადგილზეა კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანი, რომელსაც ივეტ პრიეტოსთან ქორწილი 10 მილიონი დოლარი დაუჯდა. ძვირადღირებული ცერემონია 2013 წელს გაიმართა და მასზე 500 ადამიანი იყო მიწვეული.

მეორე ადგილზეა კიმ კარდაშიანისა და კენი უესტის ქორწილი, რომელიც წყვილს 12 მილიონი დაუჯდა. პატარძლის კაბა 2.1 მილიონი დოლარი ღირდა, სასახლე კი სადაც ქორწილი გაიმართა წყვილმა 410 ათას დოლარად იქირავა, სავარაუდოდ ძალიან ძვირი დაჯდა ანდრეა ბოჩელის დაქირავებაც, რომელიც ქორწილში ცოცხლად მღეროდა.

ყველაზე ძვირადღირებული ქორწილების ათეულში პირველ ადგილს იკავებს ინგლისის პრინც უილიამის ქორწილი, რომელიც 34 მილიონი დაჯდა. ცერემონიას 2 ათასი ადამიანი ესწრებოდა. პატარძალი ალექსანდრ მაქვინის კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც 434 ათასი დოლარი ღირდა, ქორწილის გასაფორმებლად ყვავილებზე 800 ათასი დაიხარჯა, საქორწინო ტორტი კი 80 ათასი დოლარი. ცერემონიის ხარჯები ინგლისის სამეფო ოჯახმა დაფარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100