სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, რას წერს X Factor-დან გავარდნილი ლიკა შუბითიძე

აი, რას წერს X Factor-დან გავარდნილი ლიკა შუბითიძე ფეისბუქზე:

როგორც უკვე ყველამ ნახეთ, მე გამოვეთიშე რუსთავი 2-ის X Factor-ის პროექტს. ამ პროექტზე კომენტარს საჭიროდ არ ჩავთვლიდი, რომ არა ის კითხვა, რომელიც არაერთ ჩემს მსმენელს გაუჩნდა და რომელზე პასუხის გაცემაც აუცილებლად მიმაჩნია.
რატომ აღმოვჩნდი ამ პროექტში? მითუმეტეს მაშინ, როდესაც არც ახალბედა მომღერალი ვარ და ჩემთვის ეს პერიოდი ისეთი იყო, წესით ამის დრო არც უნდა მქონოდა.
მე დავთანხმდი რუსთავი 2-ის შემოთავაზებას, მონაწილეობა მიმეღო საქართველოს X Factor-ში, რომლისთვისაც, პროექტის წარმომადგენლების თქმით, რეიტინგისა და პოპულარულობის ასამაღლებლად, მეტად სასარგებლო იქნებოდა ჩემი მონაწილეობა.
შესაძლოა, ეს თანხმობა ჩემი შეცდომა იყო. თუმცა, ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, რომ შეერთებულ შტატებში მიღებული გამოცდილება მიმეტანა ფართო მსმენელამდე, რის საშუალებაც, სამწუხაროდ, არ მომეცა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, უდიდესი სტიმული და მხარდაჭერა მივიღე ჩემი მსმენელებისაგან, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას სათითაოდ.
მე დაგიბრუნებთ იმ სიყვარულს, რაც თქვენგან მივიღე!

ვიდეო ნახეთ http://adjaranet.com/XVideos/main?video_id=182

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100