სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა სჭირს ნაომის? სუპერმოდელი ეტლითა და ხელჯოხით გადაადგილდება

აეროპორტის ჰოლში ჩვეული გრაციოზულობით გაიარა, მაგრამ რამდენიმე წუთით ადრე შავი პანტერა პაპარაცებმა შესაბრალის მდგომარეობაში ნახეს.

ხალხმრავალ ადგილზე შესვლამდე ნაომი ეტლით გადაადგილდებოდა, ფეხზე წამოსადგომად კი ხელჯოხზე დაყრდნობა დასჭირდა.

აღნიშნული პრობლემა მოდელს სავარაუდოდ ავადმყოფობამ შეუქმნა. მოგხსენებათ 5 წლის წინ ტოპ მოდელს ართრიტის დიაგზონი დაუსვეს, ექიმებმა პოდიუმის დატოვება და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე უარის თქმა ურჩიეს.

მკურნალობის კურსი ნაომიმ მსოფლიოს საუკეთესო ექიმებთან გაიარა და პირად მწვრთნელთან ერთად სპეციალურ ვარჯიშებსაც აკეთებდა, მაგრამ როგორც სჩანს სენი ვერ დასძლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100