სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ოჯახის დანგრევა გადავიფიქრე, რადგან..." - კინოვარსკვლავის გულახდილი და ემოციური აღიარება

ბოლო პერიოდში ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ოჯახში არსებულ უთანხმოებებსა და შესაძლო განქორწინებაზე უცხოური მედია აქტიურად წერდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა წყვილმა ქორწინების გადარჩენა შეძლო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა ბრედ პიტმა.

მსახიობის თქმით, მათი ურთიერთობა ბავშვებმა და ქორწინების რეგისტრაციის ფაქტმა გადაარჩინა.

„ქორწინება - ეს არის უხილავი ძაფი, რომელიც ერთად გაკავებთ მაშინაც კი როცა უსიამოვნებები გაქვთ. მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ფიცსა და საერთო ვალდებულებებს. გარდა ამისა ჩვენი ურთიერთობის გადარჩენისთვის დიდი სტიმული იყო შვილებთან საუბარი. ბავშვებმა მკითხეს თუ რატომ დავქორწინდი მათ დედაზე და მეც დავფიქრდი ამ შეკითხვის პასუხზე. ბოლოს მივხვდი, რახან მე ეს ნაბიჯი გადავდგი ესეიგი უნდა შევინარჩუნო ქორწინება“ - განაცხადა პიტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100