სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სვაროვსკების მემკვიდრის, ვიქტორია სვაროვსკის უმდიდრესი ქორწილი და ძვირფასი თვლებით მოჭედილი კაბა

სვაროვსკის იმპერიის მემკვიდრის 23 წლის ვიქტორიას ქორწილი ბოლო დროის გლამურული საზოგადოების უდიდესი მოვლენა იყო. წვეულებაზე 250 სტუმარი იყო მიწვეული. ვიქტორიას რჩეული 40 წლის მონღოლი მამაკაცია, რომელთანაც რამდენიმე წელი ცხვრობდა. წყვილმა ქორწილი იტალიაში გადაიხადა.

რაც შეეხება საქორწინო კაბას, ის დიზაინერმა მაიკლ სინკომ შექმნა, რომლის სელებრით კლიენტებს შორის არიან ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი, ლედი გაგა და რიანა. მისი ღირებულება 700 000 ევრო გახლავთ და 500 000 სვაროვსკის კრისტალით არის მორთული. შლეიფის სიგრძე 8 მეტრს აღწევს. ფეხსაცმელები სადა და თვლებით გაწყობილი.

წვეულების დარბაზიც დეკორაციებთან ერთად, რაღა თქმა უნდა სვაროვსკის თვლებით იყო გაფორმებული. ინტერიერის დიზაინერი და ქორწილის ორგანიზატორი გახლდათ საბინ კიონიგსბენგერი. რაც შეეხება ტორტს, ის ხუთსართულიანი, სადა თეთრი ფერის იყო მინდვრის ყვავილებით გაფორმებული, სწორედ იმ ყვავილებით, რომლითაც საქორწინო თაიგული იყო შეკრული.

ვიქტორიას დედა, ალექსანდრა, ჟურნალისტია. მამა - პოლი კი საოჯახო ბიზნესს უძღვება.

წვეულების მეორე ნაწილში ვიქტორიამ იგივე დიზაინერის სხვა კაბა მოირგო, რომელიც წითელი ფერისაა და ასევე ძვირფასი თვლებითაა გაწყობილი.

წყვილი ქორწილის შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრა თაფლობისთვის გასატარებლად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100