სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტნი სპირსი საყვარელი მამაკაცის შესახებ

პოპ-პრინცესა ბრიტნი სპირსი საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და აი რას წერს სემ ასგარზე:

მეტი წელზე მეტია მე და ეს მამაკაცი ერთად ვართ ... ყოველდღე იგი შთამაგონებს,რომ უკეთესი გავხდე და ის საუკეთესოა ჩემთვის.. მან მე მსოფლიოში უბედნიერეს გოგონად მაგრძნობინა თავი

ერთ წელზე მეტია, რაც ბრიტნი სპირსს და სემ ასგარის რომანი აქვთ. 2 დეკემბერს, საკუთარ დაბადების დღეზე ბრიტნიმ სოციალურ ქსელში ვიდეო გააზიარა, რომელმაც მათ მოსალოდნელი ქორწილის ჭორებს დაუდო საფუძველი.

მასში ჩანს, რა სიურპრიზი მოუწყო სემმა: რომანტიკული საღამო სანთლებით, ვარდის ფურცლებითა და ნამცხვრებით. თუმცა ყუარღება სპირსის თითზე ბრილიანტის ბეჭედმა მიიქცია. მოსალოდნელი ქორწილის შესახებ ბრიტნი ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის მომღერალმა და 24 წლის მოდელმა ერთმანეთი კლიპის „Slumber Party“ გადაღებებზე გაიცნეს. როგორც მოგვიანებით ვარსკვლავმა აღიარა, ურთიერთობის დაწყების ინიციატორი თავად იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100