სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბავშვი ფიზიკურად მამას ჰგავს“ - ახალნამშობიარები თამო ვაშალომიძის ინტერვიუ „დრონი.ჯი“-სთან

თამო ვაშალომიძის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა. 10 თებერვალს მოდელს შვილი შეეძინა. პატარა სოფია და თამო თავს მშვენივრად გრძნობენ. როგორც ვაშალომიძე აღნიშვავს, ნელ-ნელა ერთმანეთს ეჩვევიან. როგორ უვლის შვილს და ვინ ეხმარება მოდელს ბავშვის გაზრდაში, ამის გასარკვევადდრონი.ჯითამოს დაუკავშირდა.

გაგიჭირდათ თუ არა მშობიარობა და თავს როგორ გრძნობთ?

„თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე დაახლოებით 20 წუთში. ძალიან ადვილი პროცესი იყო, გამიადვილდა. სამშობიაროდან რომ გამომწერეს, უკვე 6-7 კილოთი ნაკლები ვიყავი.

დიეტობ მშობიარობის შემდეგ?

ახლა 63 კილო ვარ. 9 კილო თავისით დავიკელი, ყველანაირი დიეტის გარეშე. ახლა, მაქსიმუმ, 3 კილო მაქვს დასაკლები. ბავში ბუნებრივ კვებაზე მყავს და რაციონს ვაკონტროლებ.

შეგცვალა თუ არა დედობამ?

დედობა ნელ-ნელა მცვლის. ისეთი სიყვარულია, ისეთი სუნები აქვს, სულ მის გვერდით მინდა რომ ვიყო. 15 წუთში ერთხელ ძიძას ვურეკავ, ვეკითხები ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ მყავს დამხმარე, მინდა რომ სულ ჩემს გვერდით იყოს.

მარტო უვლი ბავშვს თუ გეხმარებათ ვინმე?

თავიდან ძალიან მეშინოდა, როგორ დამეჭირა ხელში არ ვიცოდი. მითუმეტეს, რომ დიდი ბავშვი დაიბადა, 4 კილო და 100 გრამი იყო. ჯერჯერობით, მე არ ვაბანავებ. დილით ექთანი მოდის ხოლმე და ბავშვს ასუფთავბს, უმუშავებს ჭიპს. ის და ძიძა გვეხმარებიან. ჩემი სადედამთილოც იყო ჩამოსული საგურამოდან, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გავუშვი, აღარ მინდოდა ბევრი ხალხი ყოფილიყო ბინაში. მარტო მინდოდა დავრჩენილიყავით.

სადედამთილო ახსენეთ, თქვენი საქმრო თუა საქართველოში და თუ ნახა შვილი?


ჩემი საქმრო ახლა აქაა. უბრალოდ მშობიარობისას ვერ მომისწრო. ბავშვი დაგეგმილზე ადრე დაიბადა, მისი ფრენა კი რამდენიმე დღეში იყო. ვერ მაოხერხა მშობიარობის დღეს აქ ყოფნა. ახლა კი ვართ ერთად. მას პირველი მეუღლისგან უკვე ჰყავს ბიჭი და გოგონა. თუმცა, ჩვენი პატარას დაბადება მისთვის შოკი იყო. თანაც, ბავშვი ფიზიკურად მამას ძალიან ჰგავს.

აპირებთ, თუ არა რომ თქვენი საქმრო საზოგადოებას გააცნოთ?

მიხარია, რომ ჩემი საქმრო საზოგადოებას არ გავაცანი. ასე ძალიან მშვიდად ვარ, ზედმეტი თავის ტკივილი არ მაქვს. შეიძლება ერთ დღესაც გადავწყვიტო და ერთად გამოვჩნდეთ კიდეც.


და ბოლოს დაუბრუნდით თუ არა ჩვეულ რეჟიმს, იგივე ვარჯიშს და გადაღებებ?

ჯერ 10 დღეა, რაც გამომწერეს სამშობიაროდან, თუმცა, ძალიან აქტიურად ვარ. სანამ, საშვილოსნო ბოლომდე არ დაპატარავდება, ვარჯიში დატვირთულად არ შეიძლება. ძალინ ცოტა მძინავს. რაც არ უნდა დამხმარე მყავდეს, ჩემს გვერდით თუ არ არის და არ დავხედე, მშვიდად ვერ ვარ“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100