სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კატალინა სამყაროს რჩეული ვერა, მაგრამ „მის სამყარო ტრუსის გარეშე“ გახდა (ვიდეო)

ბოლო კვირების განმავლობაში კოლუმბიური მედიასაშუალებები აქტიურად წინასწარმეტყველებდნენ, რომ „მის სამყარო-2011“ მათი თანამემამულე, მგზნებარე ბრუნეტკა, კატალინა რობაიო გახდებოდა, იმის მიუხედავად, რომ ინგლისურენოვანი გამოცემები ყურადღებას უფრო აშშ-ის, ჩინეთისა და ანგოლის წარმომადგენლებს უთმობდნენ. კოლუმბიელთა მეორე ცეული, გამოკითხვების თანახმად, უკრაინელი ოლესია სტეფანკო გახლდათ.

მახვილგონიერი და დემოკრატიული რობაიაო მართლაც იმსახურებდა ყურადღებას, რადგან კამერების წინ, სავალდებულო კითხვებზე პასუხის გაცემის დროს, იგი ყველაზე თავდაჯერებულადაც კი გამოიყურებოდა და სისადავითაც გამოჩეული იყო. მაგრამ დღეს ის ჟურნალისტთა ყურადღებას სულ სხვა კუთხით იმსახურებს: ერთ-ერთი ბოლო კონკურსის დროს იგი სცენაზე... ქვედა საცვლის გარეშე ავიდა.

რა თქმა უნდა, ამას ვერც ვერავინ გაიგებდა, რომ არა ზემგრძნობიარე ფოტოაპარატები, რომლებმაც კატალინას სხეულის წორედ ის ნაწილი გადაიღეს, რომელიც, წესით, ქვედა საცვლით უნდა იყოს დაფარული. რას იზამ, ეტყობა, კოლუმბიელი ლამაზმანი საცვალს ვერ ეგუება და მიხედავად კონკურსის ორგანიზატორების გაფრთხილებისა, რომ დრეს-კოდი მკაცრად დაეცვათ, ტანსაცმლის მისთვის არასასურველი დეტალი მაინც მიაიგნორა...

კონკურსი ამ სახის პრიზს არ ითვალისწინებს, თორემ კატალინა აუცილებლად გახდებოდა „მის სამყარო ტრუსის გარეშე“...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100