სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სინდი კროუფორდის 10 წლის ქალიშვილი სილამაზით დედას „უჯოკრავს“

პარასკევს სინდი კროუფორდი თავის ქალიშვილთან ერთად სავახშმოდ გაემგზავრა, მაგრამ პაპარაცებმა განთქმული დედა-შვილი ჰოლივუდის ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსვლისას გადაიღეს. სუპერმოდელი არცთუ ისე ხშირად აჩენს შვილს პუბლიკის წინაშე და იმ დღიდან, რაც კაიას ფოტოები ტებლოიდების გვერდებზე მოხვდა, კარგა ხანმა განვლო.

ლეგენდარული მოდელის შვილს სულ ახლახან შეუსრულდა ათი წელი, მაგრამ ასაკით ბევრად უფრო დიდი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. და ახლაც კი უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პატარა კაია სილამაზით დედას აუცილებლად დაჩრდილავს.

კაიას დედისგან თანდაყოლილი გრაცია და ჩაცმის სტილი აქვს. მას დედის ასლსაც ეძახიან. ფოტოზე ჩანს, რომ რესტორანში მყოფ დედა-შვილს თითქმის ერთნაირად ეცვათ და ვარცხნილობაც კი თითქმის ერთნაირი ჰქონდათ. როგორც ამბობენ, თუ სინდი მას არ დაუშლის დედის ნაკვალევზე სიარულს, მსოფლიომ, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში ახალი სუპერმოდელი-მზეთუნახავი იხილოს. ამის ნიშნები უკვე არსებობს, თუ გავიხსენებთ, რომ კაიას სამოდელო დებიუტი უკვე წარმატებით შედგა: სულ რამდენიმე დღის წინ კაია ცნობილი ბრენდის Versace სახე გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100