სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვმა მერლინ მენსონიც კი ცუდად გახადა...

მერლის მენსონი ორი დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში იმყოფებოდა, მაგრამ იგი სასტუმროდან მხოლოდ ერთხელ გამოვიდა, ისიც მოვალეობის შესასრულებლად. მენსონმა რამდენიმე სიმღერის შესრულების შემდეგ სცენა უხალისოდ დატოვა და უკან, სასტუმროში დაბრუნდა.

„მუსიკოსი სასტუმროს ნომრიდან საერთოდ არ გამოდიოდა. საკვებიც მასთან ნომერში შეგვქონდა. არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა“, - აღნიშნავს სასტუმროს მომსახურე პერსონალი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მენსონის უხასიათობის მიზეზად თავდაპირველად უძილობა და გადაღლა სახელდებოდა. მაგრამ შემდეგ, 43 წლის მომღერალმა წითელი მოედნისა და კრემლის დათვალიერებაზე უარი თქვა. სწორედ ამიტომ გაჩნდა აზრი და შეხედულება, რომ მენსონზე თავად მოსკოვი მოქმედებდა უარყოფითად.

მენსონის მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები სასტუმროს წინ ათენებდნენ და აღამებდნენ, მაგრამ ვარსკვლავი სასტუმროდან შეუმჩნევლად გავიდა და ვერავინ გაიგო, თუ როგორ დატოვა მერლინ მენსონმა რუსეთის ფედერაცია.

საინტერესოა ახლა როგორ განწყობაზეა ვარსკვლავი...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100