სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მიშველეთ, 6 დემონი დამეპატრონა" - გოგონა, რომელზეც ეგზორცისმის რიტუალი 65-ჯერ ჩაატარეს

ეგზორციზმის რიტუალი შუასაუკუნეებთან ასოცირდება, თუმცა მას ადგილი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარშიც ჰქონდა და ობიექტი ბავარიელი გოგონა, ანელიზ მაიკლი გახლდათ.

ანნელიზი 1952 წელს კათოლიკეების ოჯახში დაიბადა, თავიდან ჩვეულებრივი გოგონა იყო, დადიოდა სკოლაში, თამაშობდა, მეგორბრობდა თანატოლებთან, თუმცა 1968 წელს დაიწყო ის რის გამოც გადაწყვიტეს, რომ გოგონას სხეულში ეშმაკი ჩასახლდა.

პერიოდულად ანნელიზს სპაზმა ემართებოდა, საკუთარ ენას კბენდა და სხეულს ვერ იმორჩილებდა. ჰქონდა გულისრევა, ემანჭებოდა სახე, შეტევის გავლის შემდეგ კი დახმარებას ითხოვდა.

გოგონა ფსიქიატრიულში დააწვინეს, მაგრამ ექიმები მას ვერ ეხმარებოდნენ, ამიტომ ოჯახმა ეკლესიას მიმართა.

1975 წელს გამოჩნდა ორი მონაზონი, რომლებმაც ანელიზის განკურნება საკუთარ თავზე აიღეს. რიტუალი 1614 წელს რომში შემუშავებული წესის მიხედვით უნდა ჩატარებულიყო.

რიტუალის დროს ანელიზი ისეთი დაუმორჩილებელი იყო, რომ 3 ადამიანი აკავებდა. გოგონა ყვიროდა, რომ 6 დემონი იყო დაპატრონებული მის სხეულს და ხელებს ისე სწვავდნენ, როგორც ცეცხლი.

1975-1976 წლებში ანელიზის სულ 65-ჯერ იყო ეგზორცისმის რიტუალის ობიექტი, აქედან 42 რიტუალი კამერაზეა დაფიქსირებული.

რამდენიმე რიტუალის შემდეგ ანელიზმა ჭამაზე უარი გააცხადა, ამბობდა დემონებმა ამიკრძალესო. 1976 წელს გოგონა გარდაიცვალა, მისი სხეული ძალიან იყო გამოფიტული. 24 წლის ასაკში ის 31 კილოგრამს იწონიდა.

გოგონას გარდაცვალების შემდეგ მისი მშობლების წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღიძრა, პროკურორი მათ წინააღმდეგ გამოვიდა იმ საფუძვლით, რომ ექიმებმა ანელიზს ფსიქოტიკისა და ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს. მოსამართლემ მშობლებს 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ანელიზ მაიკლის ისტორიის მიხედვით გადაღებულია ფილმი სახელად ემილი როუზის 6

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100