სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩვენ, ცხოვრებაში მხოლოდ სამჯერ გვიყვარდება და თითოეული მათგანს თავისი დანიშნულება აქვს...

ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ვხვდებით, ვუღიმით, ვუცინით,ვესაუბრებით, მათგან ზოგირთები ცხოვრების დიდი ტომეულის რამდენიმე ქვეთავებადღა რჩებიან მხოლოდ , ნაწილი კი ჩვენი სიცოცხლის ფურცლებზე ყოფნას სამუდამოდ ახერხებს.

იცოდით , რომ თურმე ადამიანებს ცხოვრებაში მხოლოდ სამჯერ უყვარდებათ? ისინი თავიანთი არსებობის მანძილზე სამ ადამიანს ხვდებიან, სამი სახის სიყვარულს განიცდიან , მათი გულებიც სამნაირად იწყებს ძგერას და ყველაზე საინტერესო რა არის იცით მაინც ? რომ მათ ცხოვრებაში თითოულ ამ სიყვარულს თავისი მიზეზი , თითოეულ ამ ადამიანს კი თავისი მიზანი აქვს.

პირველი სიყვარული , ხშირ შემთხვევაში, მაშინ მოდის, როცა ყველაფერს ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით ვუყურებთ. ეს იდეალისტური სიყვარულია ,რომელიც საოცრად ჰგავს იმ ზღაპარს ბავშვობაში ასე ხშირად ,რომ გვიკითხავდნენ მშობლები. ამ დროს იმდენად დიდია რწმენა იმის, რომ შენ , როგორც იქნა, იპოვე შენი პირველი და უკანასკნელი სიყვარული, რომ უკვე აღარაფერს აღარ აქცევ ყურადღებას, აღარაფერი აღარ გაინტერესებს, ირგვლივ ყოველივეს დათმობისთვისაც კი ხარ მზად. აკეთებ იმას, რასაც გეუბნებიან, იქცევი ისე,როგორც ეს შენგან საზოგადოებას სურს, ხარ ისეთი,როგორიც მათ უნდათ რომ დაგინახონ. ნელ-ნელა ხვდები იმას, რომ ამით საკუთარ თავს ეტაპობრივად კარგავ, რომ ხშირად საკუთარ პრინციპებს დაუფიქრებლადაც კი თმობ, , მაგრამ ყურადღებას არც ამას აღარ აქცვევ უკვე . რატომ? იმიტომ , რომ ამ დროს გგონია, რომ სიყვარული სწორედ ასეთი უნდა იყოს. ასეთ დროს გაცილებით მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გვხედავენ სხვები და არა ის, თუ როგორები ვართ სინამდვილეში. „It’s a love that looks right.“

მეორე, იმედგაცრუებებით, გულისტკენებითა და ცხოვრების გაკვეთილებით აღსავსე, რთული სიყვარულია. ის მეტწილად საკუთარ თავს გვაპოვნინებს ხოლმე, გვახვედრებს იმას, თუ ვინ ვართ და რეალურად ვინ გვინდა ,რომ ვიყოთ. ბოლოს და ბოლოს, ვაცნობიერებთ იმასაც, როგორ სიყვარულს ვითხოვთ სხვებისაგან, როგორ გვინდა ,რომ ვუყვარდეთ, ვჭირდებოდეთ და ზრუნავდნენ ჩვენზე. ამ დროს, რატომღაც საოცრად დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ მსგავს შეცდომებს აღარ დავუშვებთ, რომ ახლა ყველაფერი სულ სხვანაირად იქნება. მაგრამ რეალურად ისევ წრეზე ვტრიალებთ,ისევ დაუფიქრებელ ნაბიჯებს ვდგამთ , რომელთა დანიშნულებაც მხოლოდ ერთია- რაღაც ახალი ვისწავლოთ მათგან კვლავ. ყოველ მარცხსა და გულისტკენას ამაყად ვხვდებით და მაინც არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ცდას იმ იმედით, რომ დასასრული ამჯერად მაინც იქნება სხვანაირი. თუმცა... ყოველ ჯერზე, ყველაფერი იმაზე ცუდად მთავრდება, ვიდრე ადრე. ეს მაღალი მოლოდინებით, ემოციებითა და ბევრი დრამით აღსავსე სიყვარულია. ასეთ დროს ყველაფერს ვცდილობთ, ყველაფერს ვაკეთებთ, უკან არ ვიხევთ, რადგან ეს სიყვარული იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი გვგონია , ვიდრე ის სინამდვილეშია. „It’s the love that we wished was right.“

მესამე, მოულოდნელი, უცნაური სიყვარულია, რომელიც როგორც წესი, სწორედ მაშინ მოდის, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველით. ის ერთიანად ანგრევს იმ წარმოდგენებსა და იდეალებს ნამდვილ სიყვარულზე, რომლებსაც ასე გამუდმებით ვებღაუჭებოდით მუდამ. ის ერთი შეხედვით საოცრად მარტივი და ამავე დროს, შეუძლებელიც კი ჩანს. ამ დროს შენ , შენი შეცდომებით, ბედნიერებებით, სისულეეებით, იმაზე მეტად ხარ შენ , ვიდრე ოდესმე.! “it’s the love that is right “ თუმცა, მიუხედავად ამისა, არჩევანი მაინც თქვენია. თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ თქვენს პირველ სიყვარულთან, რომელიც , ერთი შეხედვით ასეთი ზღაპრულია. თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ თქვენს მეორე სიყვარულთან, რწმენით, რომ ის ცდად ღირს. ან უბრალოდ შეგიძლიათ ამოირჩიოთ უცნაურად მოულოდნელი, მესამე სიყვარული. არჩევანი თქვენზეა, შეგიძლიათ გიყვარდეთ საზღვრებით ან მის გარეშე! თუმცა, მანამ , სანამ იმას გადაწყვეტთდეთ თუ რა არის სიყვარული, ჯერ იმაზე დაფიქრდით რა არ არის ის. და არასდროს დაგავიწყდეთ ის,რომ „Just because it has never worked out before doesn’t mean that it won’t work out now.“

გახსოვდეთ, „that trying again always worthwhile, because the truth is you never know when you’ll stumble into love.!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100