2017 წლის ყველაზე ლამაზი ტყუპები მსოფლიოში

ლია როუზი და ავა მარი 7 წლის ლოს ანჟელესელი დები არიან და წლის ყველაზე ლამაზ ტყუპებად აღიარეს მსოფლიოს მასშტაბით. ისინი სამოდელო საქმიანობით არიან დაკავებულნი და ეს წარმატება სულ რამდენიმე თვის წინ ეწვიათ. ყველაფერი კი ასე დაიწყო - გოგონების დედამ ჯეკიმ გადაწყვიტა 2017 წლის ივლისში ტყუპებისთვის სოციალურ ქსელში გვერდი გაეკეთებინა, სადაც ლამაზ ფოტოებს ტვირთავდა. გოგონებით ერთ-ერთი სამოდელო სააგენტო დაინტერესდა.

ინსტაგრამზე გვერდის შექმნამ გოგონების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. რამდენიმე თვის წინ მათ ჩეულებრივი ბავშვობა ჰქონდათ, ახლა კი ყოველ დღე გადაღებები აქვთ. ნახევარ წელში კი მათმა გვერდმა 140 ათასზე მეტი მიმდევარი მოაგროვა. გოგონებს უფროსი ძმაც ჰყავთ, ჩეისი რობერტსი, რომელიც ასევე გამოირჩევა საუცხოო გარეგნობით, თუმცა გოგონებისგან განსხვავებით, სამოდელო სააგენტოები არ დაინტერესებულან ბიჭუნათი.

კომენტარი