სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ბიჭის გამო თქვენც სიამოვნებით მიუჯდებოდით მერხებს - მათემატიკის სექსუალური მასწავლებელი, რომლის საგანსაც ყველაზე დიდი მონდომებით სწავლობენ

ეს ახალგაზრდა მამაკაცი 28 წლის ჰოლანდიელი რობერტ ლიჰტვოეტია, მათემატიკის მასწავლებელი და ინსტაგრამის ახალი ვარსკვლავი. ის ბევრი პედაგოგის მსგავსად თავისი საქმის პროფესიონალია, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, მის გაკვეთილს მოსწავლეები არასდროს აცდენენ, უფრო მეტიც - ყველა მოწაფე თანაბრად ძლიერია მის საგანში. მიზეზი ძალიან მარტივია - რობერტზე შეყვარებული და მის ვიზუალზე გადარეული ბავშვები იმაზე მეტად არიან მონდომებულნი, ვიდრე ეს სხვა საგნებშია.
რობერტი თავისუფალ დროს სპორტითა და იოგით არის დაკავებული, ბევრს მოგზაურობს, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს და ხანდახან ფოტო მოდელობასაც ითავსებს. 27 წლის ასაკში მან მოახერხა და მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. ლიჰტოვეტის ერთ-ერთი უცნაური თავისებურება ის არის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში უყვარს კლასიკურად ჩაცმა, შეეხამება თუ არა ეს იმ გარემოს, სადაც იმყოფება.
რობერტმა ნამდვილად იცის, მათემატიკის გარდა როგორ შეაყვაროს ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრება, ბუნება და მსოფლიო. ის თავისი მოსწავლეებისთვის მისაბაძი მაგალითია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100