9 მიზეზი, თუ რატომ არ ჩქარობს მამაკაცი დაოჯახებას

მამაკაცთა უმეტესობას ჰყავს საყვარელი ქალი, თუმცა არ ჩქარობს მის შერთვას. ამ დროს კი ყველა გოგონა ელოდება საოცნებო ხელის თხოვნას, უკვე წინასწარ აქვს წარმოდგენილი მყუდრო სახლი, მოსიყვარულე მეუღლე, ლამაზი შვილები, მათი საყვარელი მამაკაცები კი არა თუ სთავაზობენ ცოლად გაყოლას, ამ თემაზე საუბარსაც კი თავს არიდებენ. რეალურად, მამრობითი სქესი რამდენიმე მიზეზის გამო არ გრძნობს თავს მზადყოფნაში, ცხოვრების ასეთ „რთულ“ სიტუაციას შეეჭიდოს:

მშობლების წარუმატებელი გამოცდილება

გაგიკვირდებათ და მამაკაცები ბავშვობისას მიღებული ტრავმების გამო შეშინებულნი არიან. მათ ახსენდებათ მშობლების გამუდმებული კამათი, ტირილი ყოველი ჩხუბისას, დაშლილი ოჯახები. ეს ტრავმები ქალებშიც არსებობს, თუმცა ისინი უფრო მარტივად იწყებენ ახალ ცხოვრებას. მამაკაცებს კი ჰგონიათ, რომ წყვილის დაოჯახების შემდეგ იწყება რთული ცხოვრება. ამ დროს ქალებმა საყვარელ ადამიანებს საპირისპირო უნდა დაუმტკიცონ, რათა მათ გადალახონ ეს კონკრეტული შიში.

წინა ქორწინების დასრულება

არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცი, რომელსაც ცოლი ჰყავდა, გამოცდილია და მეორედ დაოჯახებისას უფრო მისი ქორწინება უფრო ბედნიერი იქნება. ეს მოსაზრება ხშირ შემთხვევაში მცდარია. პირველ რიგში იმიტომ, რომ უმეტესად ქალები დგამენ გაყრისკენ პირველ ნაბიჯს, ეს კი მამაკაცს გარკვეულ კომპლექსს სძენს, თავდაჯერებულობა აკლდება, ფიქრობს, რომ ვერც მეორე ოჯახს შეინარჩუნებს და კიდევ ერთხელ მიატოვებენ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცმა გადაწყვიტა ოჯახის დანგრევა, ესეც გარკვეულ ბარიერებს წარმოშობს - ჰგონია, რომ ყველ ქალი ერთნაირია და ვერც მეორე მეუღლესთან იქნება ბედნიერი.

ინფანტილიზმი

არსებობს მამაკაცთა გარკვეული კატეგორია, რომლებიც თავს უფრო მყუდროდ გრძნობენ, როცა მარტონი არიან. არ სურთ მათ სახლში ზედმეტი ქაოსი, ფინანსების სხვა ადამიანებზე გაყოფა. უყვართ კომფორტი და ფიქრობენ, რომ სარეცელის ვინმესთან გაყოფა მათ ჰარმონიას დაარღვევს.

დამოუკიდებლობის სურვილი

თანამედროვე მამაკაცები ისე ეჩვევიან თავისუფლებას, რომ უჭირთ მისი დათმობა. ფიქრობენ, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ გართობას, მეგობრებთან ყოფნას, მოგზაურობას, მხიარულ წვეულებებს მოაკლდებიან და ეს მათ თრგუნავს. ასეთი მამაკაცები გარკვეული სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან.

„შემოქმედებითი საკუთრება“

მამაკაცები, რომლებიც მხატვრობით, მუსიკით, მწერლობით არიან დაკავებულნი, არასდროს ჩქარობენ დაოჯახებას. ისინი ფიქრობენ, რომ ჭირდებათ მუზა, რომელიც ყოველთვის ერთი და იგივე ქალი არ იქნება. რაც უფრო მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება ექნებათ, მით უფრო საინტერესო იქნება მათ მიერ შექმნილი ნაწარმოები, მუსიკა თუ ტილო. ერთ ადამიანთან თანაცხოვრება კი მათ შემოქმედებითობას მოკლავს.

ვერ ხედავს აზრს

ზოგიერთი მათგანი ვერ ხედავს აზრს, რატომ უნდა მოიყვანოს ცოლი, როცა შეიძლება ისედაც მიიღოს ყველაფერი? თუ ადრე მამაკაცი სასურველ ქალთან დაწოლას მაშინ ახერხებდა, როცა ცოლად მოჰყავდა, ახლა ნელ-ნელა სტერეოტიპებმა დაიწყო მსხვრევა და საყვარელ ქალთან ყოფნა ისედაც შეუძლიათ მათ, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. ნუ, ყოველ შემთხვევაში, ეს რამდენიმე პაემნის შემდეგ მაინც შესაძლებელია.

მისი ეჭვი და თქვენი დაჟინება

ასეთ მამაკაცებს არ უყვართ იმის გაკეთება, რასაც სხვები ელოდებიან მისგან. უყვარს საყვარელ ქალთან კინოში წასვლა, მისთვის მეგობრების გაცნობა, თუმცა როგორც კი აიღებს ეჭვს, რომ მისი გულის სწორი მისგან შეთავაზებას ელოდება, მაშინვე უკან იხევს.

მომავალს სხვადასხვა თვალით უყურებთ

თუ მამაკაცი ამჩნევს, რომ ქალის გეგმები მისას არ ემთხვევა საერთო ოჯახის ყოლის შემთხვევაში, მაშინ ის ცდილობს რაც შეიძლება გაჭიმოს ურთიერთობა, რაც უმეტესად დაშორებით მთავრდება. თუმცა არის შემთხვევები, რომ წყვილი ურთიერთობაში კონსესუსს ნახულობს და საერთო გეგმებს ადგენენ.

ურთიერთობაში სიყვარული არ არის

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი - ურთიერთობა, რომელიც სიყვარულს არ ეფუძნება. არც თუ ისე იშვიათია, როცა ნაპერწკალი ნელდება და გრძნობა ნელ-ნელა ქრება, მამაკაცი კი ცდილობს დაშორება დროში გაწელოს, რათა მის პარტნიორს გული ნაკლებად ატკინოს, სინამდვილეში კი ტყუილი ურთიერთობაში უფრო მტკივნეულია. აქ უკვე დაოჯახებაზე საუბარი ზედმეტია.

კომენტარი