სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ გოგონას საქმრო ზუსტად ქორწილის დღეს დაიღუპა - გაინტერესებთ, რა გააკეთა საპატარძლომ ერთი წლის შემდეგ?

კოლინ როუზსა და ნიკი სალტოჰს ერთმანეთი დიდი ხნის განმავლობაში უყვარდათ და როგორც სხვა ბედნიერი წყვილები, ერთად ყოფნაზე ოცნებობდნენ. ერთ დღესაც პოლიციელმა კოლინმა გოგონას ხელი სთხოვა და ქორწილიც ორ თვეში, 2016 წლის 23 ნოემბერს დანიშნეს. იმ დროისთვის კოლინ როუზი ერთ-ერთ საქმეს იძიებდა და ნოემბერში, როდესაც ქორწილამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, გამოძიების მსვლელობისას დამნაშავეებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში სწორედ 23 ნოემბერს გარდაიცვალა.

ნიკი განადგურებული იყო და ძალიან დიდი დრო დასჭირდა აზრზე მოსასვლელად. საკუთარ თავსა და ტკივილს ყოველ დღე ებრძოდა. ერთი წლის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა. თუმცა მაინც უნდოდა იმ ოცნების ასრულება, რომელიც საქმროსთან აერთიანებდა.

ნიკიმ მეგობრის დახმარებით საქორწინო ფოტოსესია მოაწყო, სადაც სწორედ ის საპატარძლო კაბა ეცვა, რომელიც ქორწილში უნდა სცმოდა და ხელში ის დროშა ეჭირა, რომელიც კოლინის დაკრძალვის დღეს მის სასახლეს ჰქონდა გადაფარებული.

ფოტოებზე ნიკი ერთდოულად ძლიერი და დაუცველი ჩანს. სევდა, ტკივილი, სიყვარული - სახეზე ყველაფერი აწერია. როგორც ფოტოგრაფი იხსენებს, რამდენიმე ფოტოში გოგონა ნაძალადევად იცინის, რაც მისი თხოვნით გააკეთა, რათა ხალხს დაენახა, რომ სალჰოტმა ცხოვრების გაგრძელება შეძლო, თუმცა ეს ღიმილიც ისეთივე სევდიანია, როგორც მათი ლავ სთორი.

თითოეული ფოტო სხვადასხვა ემოციას ატარებს და ნაღვლიან ისტორიაზე მიუთითებს. სიყვარულს, რომელიც ასეთი ძლიერია, სიკვდილი ვერ ერევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100