მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE" Contact
ყველაზე კითხვადი სტატია
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
ლი­ბე­რა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
ახლა კითხულობენ

პატიმარი ციხიდან საკვების მისაღები სარკმლიდან გაიქცა  

„მამაკაცის ასოსთან მსგავსების გამო“ ევროპელმა იმამმა ქალებს ბანანი და კიტრი აუკრძალა  

ხუთი ფრაზა, რომელიც ქალმა არასდროს უნდა უთხრას მამაკაცს...  

ინტერნეტში შიშველი კიმ კარდაშიანის ფოტოები გავრცელდა  

მსხლის ხე - ერთადერთი ცოცხალი არსება, რომელიც 11/09/01-ში გადარჩა (ვიდეო)  

გულისამაჩუყებელი ამბავი გოგი დოლიძის ცხოვრებიდან... 

გრიგოლ რობაქიძე: კონსტანტინე გამსახურდია 

კადრები ოთარ მეღვინეთუხუცესის 80 წლის იუბილედან 

მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი 

ის მსოფლიოს ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტია 

მანქანების ტანგო 
ამერიკელი ქალების უანგარო სიკეთე 30 წლის განმავლობაში

ვასილ კეჟერაძე
14:40 10.07.2012

დასავლეთ ტენესიში, ლეგენდარული ელვის პრესლის გრეისლენდის სიახლოვეს, შუაღამის ბნელი ფარდის მიღმა იკრიბება „ცხრა კეთილი ბებია", როგორც ისინი ეძახიან საკუთარ თავს.

დილის 4 საათზე იწყება მათი საქმეეები, საქმეები, რომელთა შესახებაც მათმა ქმრებმა არ იცოდნენ 30 წლის განმავლობაში; იკრიბებიან ერთადერთი მიზნით - აჩუქონ ადამიანებს ბედნიერება.

ერთი ცრის ფქვილს, მეორე - რეცხავს კვერცხებს - იმისდა მიხედვით, თუ რა არის გამოსაცხობი. შემდეგ, სამი საათის მანძილზე დები (როგორც ისინი ეძახიან ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, ვინაობის აღმნიშვნელად თუ რა უწერიათ დაბადების მოწმობაში) აცხობენ ასობით ხილის კექსს. ეს არის მათი წვლილი ღარიბების დახმარებაში. შემდეგ, ყველასაგან შეუმჩნევლად უბრუნდებიან ჩვეულებრივ ცხოვრებას. ერთადერთი, რაც მათ ღამის თავგადასავლებს ამხელს, ვანილის და ლიმონის ღვთაებრივი სურნელებაა, რომელიც სამზარეულოში რჩება.

თვით საკურიერო სამსახურის მძღოლმაც კი, რომელსაც ჯერზე ასი გზავნლი მიაქვს, არ იცის, რით არიან ეს ხნიერი ბებიები - 65-დან 72 წლამდე ასაკისანი - დაკავებულნი; ვერ ხვდება, რომ თვითონაც იმ გენერალური გეგმის ნაწილია, რომელიც ბებიებმა 35 წლის წინ ჩაიფიქრეს.

აი, რას ჰყვებიან ისინი იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი:

„ვუსხედით ერთხელ მაგიდას და ვიხსენებდით ჩვენს ბებია-ბაბუებს, როგორ ეხმარებოდნენ ისინი ყველას. როდესაც ბებია რუთი ამოიკითხავდა გაზეთში ვიღაცის სიკვდილის ამბავს, ის აუცილებლად გამოაცხობდა თავის საფირმო ხილის კექსს და გაუგზავნიდა ჭირისუფალს; იგი ზოგჯერ სულ არ იცნობდა გარდაცვლილს, მაგრამ უნდოდა, მის ახლობლებს ცოტათი შვება ეგრძნოთ და გაეღიმათ.

აი, მაშინ ჩვენ დავფიქრდით, თუ რა შეიძლებოდა მოგვეფიქრებინა, რომ ცოტათი მაინც დავმგვანებოდით წინაპრებს; ჩვენ რომ მილიონი დოლარი გვქონოდა, რა საქმეში დავხარჯავდით?"

იმსჯელეს და გაანდეს ერთმანეთს ნაფიქრალი: ერთმა დამ შემოიტანა წინადადება, აღარ წაეღოთ თეთრეული სამრეცხაოში და დაზოგილი თანხებით რამე კარგი ეკეთებინათ. ასე გაჩნდა გამონთავისუფლებული 400 დოლარი თვეში. მეუღლეები ვერც კი ხვდებოდნენ - პერანგები ხომ კვლავინდებურად სუფთები ეცვათ.

შემდეგ ქალებმა დაიწყეს უცხოთა საუბრების მოსმენები, აფთიაქში იქნებოდა ეს თუ სასურსათო მაღაზიებში: გაიგებდნენ ვინმე ქვრივის ან მარტოხელა დედის შესახენ და იწყებდნენ ფარულ დახმარებას - 9 ბებია მათ ნაცვლად ანონიმურად იხდიდა კომუნალურ გადასახადს ან მათი ბავშვებისთვის ყიდულობდა ტანსაცმელს; იგებდნენ მარტოხელა ადამიანის მისამართს და უგზავნიდნენ ამანათს, სადაც იდო ბარათი წარწერით: „თქვენ უყვარხართ". ამანათში აუცილებლად იდო ბებია რუთის რეცეპტით გამომცხვარი ხილის კექსი.

რაც უფრო მეტ ადამიანს ეხმარებოდნენ, მით უფრო თამამდებოდნენ.

გაუვლიდნენ ხოლმე ღარიბთა კვარტალებს და მოინიშნავდნენ ბინებს ფანჯრებზე დადგმული ვენტილატორით, რითაც ხვდებოდნენ, რომ ბინების პატრონებს არ ჰქონდათ კონდიციონერის ყიდვის საშუალება; ან გვიან საღამოს არ ენთოთ სინათლე - ესე იგი დენი გაუთიშეს გადაუხდელობის გამო. იმ საღამოსვე უტოვებდნენ იმ ოჯახს ამანათ-საჩუქარს...

და ასე გაგრძელდებოდა დიდხანს ფარულად, რომ ერთ-ერთი ბებიის ქმარს არ შეემჩნია ხუთი წლის წინ მათ საოჯახო მანქანაზე ზედმეტი კილომეტრაჟი და შემნახველი სალაროს ანგარიშიდან გამქრალი თანხები.

დები იძულებულნი გახდნენ გამომტყდარიყვნენ - ადგნენ და ყველაფერი მოუყვნენ ქმრებს . და აი, აქ მოხდა საკვირველება - ქმრებმა გადაწყვიტეს მათი დახმარება. თან უკვირდათ, როგორ შეძლეს ქალებმა ამდენ ხანს საიდუმლოს შენახვა.

მერე ერთად გადაწყვიტეს, შვილებისთვისაც გაენდოთ ეს ამბები და საბედნიერო მოვლენები სულმთლად ფართოდ გაიშალა: ბავშვებმა ურჩიეს მათ, ბებია რუთის ხილის კექსები გაეყიდათ ინტერნეტში და აღებული ფულით კიდევ უფრო მეტ ხალხს დახმარებოდნენ. სულ მალე შეკვეთების რიცხვმა დღეში ასს გადააჭარბა.

ბებიებმა შეწყვიტეს კექსის სახლში ცხობა და გადავიდნენ რესტორნის სამზარეულოში, რომელიც ერთ-ერთი ბებიის შვილის საკუთრება იყო. ისინი სამზარეულოში საქმიანობდნენ უთენია, პერსონალის გამოჩენამდე; შემდეგ მათ დაიქირავეს მომსმენიც, რომელსაც შეეძლო დასახმარებელი ხალხის შესახებ ახალი ინფორმაციები მოეტანა მათთვის.

მათი ბოლო სასიკეთო საქმე იყო შინაური ძალმომრეობის მსხვერპლ ქალთათვის 5 ათას დოლარზე მეტის საღირალი საწოლის თეთრეულის - ბალიშების და პირადი ჰიგიენის ნივთების გაგზავნა; დააარსეს ბედნიერების ერთთვიური - ყოველი შტატიდან თითო კაცს ირჩევენ, ვინც რაღაც კარგი ჩაიდინა და მას სუვენირებს უგზავნიან მადლიერების წერილებით.

ხომ ვერ დაიწყეს საქმე მილიონით, რომელზეც ოცნებობდნენ - სამაგიეროდ 35 წლის მანძილზე მათ 900 ათასი დოლარი დახარჯეს გარშემო მყოფი ადამიანების ბედნიერებისათვის.

ინკოგნიტოდ კეთილისმყოფელობას მაინც ვერ გადაეჩვივნენ - აიღებენ ზოგჯერ ტელეფონის წიგნს და უცნობ ადამიანებს უგზავნიან ბებია რუთის ხილის კექსს...

კომენტარი     ბეჭდვა  

ნჯანკა2012-07-10 17:07:05
აი ხალხი... ბრავო!!!

თე-YOO2012-07-10 17:15:08
ჰმ <3 საყვარელი ბებოები <3 ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, რომ კიდევ ბევრი წლები აკეთოთ სიკეთე : )

სანტა2012-07-10 19:15:24
ნეტავ საქართველოშიც იყოს მასეთი ბებიები ღარიბებს რომ დაეხმაროს

2012-07-11 01:13:56
ნეტავ მარტლა არსებობდნენ საკარტველოსჰიც ასეტები,და ზიები და დეიდებიც არ გვაცხენდა

5552012-07-11 04:04:19
ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ!!!!!!!!!!!

ნეიტრალური2012-07-11 10:35:01
ნეტავ საქართველოშიც იყოს... ნეტავ საქართველოშიც იყოს... ნეტავ საქართველოშიც იყოს...
თუ საქართველოში ხარ დაიწყე შენ, თუ საზღვარგარეთ ხარ, მითუმეტეს დაიწყე და სხვებიც აიყოლიე. თუ იმიტომ გინდა საქართველოშიც რომ იყონ ასეთი ბებიები რომ შენ დაგეხმარნონ სულ ნუ დადებ კომენტარს... ვინ გავალდებულებს?

.....მე....2012-07-11 10:48:05
ღმერთო ,რა ბედნიერებაა როცა სხვებს სიხარულს ანიჭებ, დღეიდან მეტს ვეცდები ,რომ სიკეთე მეტი გავაკეთო.თუ ასეთები ვიქნებით ყველანი საქართველოში, მაშინ ეშველება ნამდვილად საქართველოს .ყველა ,ყველა უნდა გავხდეთ ასეთები.... ყველა მიყვარხართ ქართველებო, ყველა.ყველა მიყვარს პოზიციაც და ოპოზიციაც , საქართველოს მიწა,ყოველი ხე და ბუჩქი, მისი მზე და მისი მთვარე, საქართველო მიყვააააარს !!!!!!!!!!!!

ნათი2012-07-11 11:25:40
ვინ იცის ,იქნებ ჩვენშიც არიან ასეთი ბებიები?

ნინო2012-07-11 13:04:54
ღმერთმა დიდხანს სიცოცხლე მისცეს ამ ბებიებს და რამდენადაც სიკეთე გადამდებია ჩვენს გადმოგვდებოდეს მათი სიკეთე!!!!!!!!!!!!! სიკეთეს გისურვებთ ხალხო!!!!!!!!!!

პიპო2012-07-11 13:19:00
ნათი, შენ ხომ არ გყავს მასეთი ბებია?? :))))

2012-07-11 13:38:24
ასეთი ხალხი ჩვენთან არაა, ტყუილად ეძებთ.

სანტა2012-07-11 14:20:53
ნეიტრალური.... რა ნერვი გეშლება ვერ გავიგე.მე რომ მქონდეს იმდენი რაც ამ ბებიებს აქვთ შენი მითითება არ მინდა გაიგე

ყალთაბანდი2012-07-26 13:19:45
ჩვენთან არს ღმერთი...

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
droni.gimg@gmail.com
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962
რეკლამა საიტზე
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი