სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცმა ცარიელ ოფისში ვიდეო გადაიღო, მისი ნახვის შემდეგ კი ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ

ის, რაც ზეინის ზურგს უკან ხდებოდა, მამაკაცმა მას შემდეგ შეიტყო, რაც ვიდეო ჩანაწერი ნახა.


მალაიზიის მაცხოვრებელი ღამის სმენაში მუშაობდა ოფისში და გრძნობდა, რომ მის გარდა იქ კიდევ ვიღაც იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის შენობაში მარტო იყო, ზეინი დარწმუნებული იყო, რომ რაღაც ისე არ იყო, ამიტომ გადაწყვიტა სარკე დაედო წინ და ისე ენახა მის უკან რა ხდებოდა, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან სარკე გამუდმებით ვარდებოდა, ამიტომ ტელეფონი მომართა და ვიდეო გადაიღო, შემდეგ კი ჩანაწერს კარგად დააკვირდა.

კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ მოძრაობს მის უკან სკამი და სწორედ იმ მიმართულებით ჩერდება, სადაც ზეინი ზის.

"ერთხელ, ჩემმა კოლეგამ მითხრა, რომ ოფისში მოჩვენებები ცხოვრობდნენ, თუმცა მის ნათქვამს ყურადღება არ მივაქციე და მიმავიწყდა კიდეც, სანამ თავად არ აღმოვჩნდი ამ ფაქტის წინაშე. ახლა მე ძალიან მეშინია იქ დაბრუნება და სამსახურის შეცვლაზე ვფიქრობ" - განაცხადა მამაკაცმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100