სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცმა ყოფილი ცოლი ავტომობილით გაიტანა (+18)

რუსეთში მამაკაცმა თავისი ყოფილი ცოლი ავტომობილით გაიტანა - იგი საჭეს დიდი სიჩქარით მართავდა, ხოლო სათვალთვალო კამერამ შემთხვევა დააფიქსირა.

ტრაგედიის ამსახველი ვიდეო Life Shot-მა გაავრცელა. ამის შემდეგ დამნაშავე პოლიციაში მივიდა და სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ უამბო:

"მე ის მანქანით გავიტანე და ქუჩაში გდია " - მოკლედ და ლაკონურად განაცხადა მან.

დაშავებული მალევე გადაიყვანეს უახლოს სტაციონარში. მისი მდგომარეობა რთულია, რადგან უამრავი ტრავმა აქვს მიღებული, მათ შორის თავისა და ტვინის. ექიმებს წინასწარი პროგნოზის გაკეთება უჭირთ, რადგან ახალგაზრდა ქალი აპარატზეა შეერთებული. რაცც შეეხება დამნაშავეს, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100