სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორნუოლის საგრაფოში გეოლოგმა მეწყერი შემთხვევით გადაიღო

სექტემბრის ბოლოს ტურისტებმა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში, კორნუოლის საგრაფოში იმყოფებოდნენ, ლანდშაფტის თვალიერებისას სრულიად შემთხვევით შეამჩნიეს, რომ ერთი მაღალი გორაკიდან წყალში ჩამოშლილი მცირე ნაწილი ცვიოდა და ამის შესახებ გიდს შეატყობინეს. ეს ბოლო მარშრუტი იყო გორაკზე - იქ გამავალი ბილიკი ტურისტებისთვის დაიკეტა. მეორე დღეს კი ერთ-ერთმა გეოლოგმა, ეტყობა, იგრძნო რაღაც პროფესიული, ფოტოაპარატი მოიმარჯვა და რამდენიმე წუთში უნიკალური კადრების ოპერატორიც გახდა: 150-180 ფუტის სიმაღლის გორაკიდან მიწის უზარმაზარი, დაახლოებით ათასტონიანი მასა მოწყდა და ოკეანეში ჩაეშვა... შემთხვევა 23 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორნუოლში მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100