სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Domestos–ის მწარმოებელი პანიკის შექმნის გამო დააჯარიმეს

ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ კომპანია Unilever–ი ბაზარზე შამპუნებისა და სარეცხი საშუალებების აჟიოტაჟური მოთხოვნის შექმნის გამო დაადანაშაულა.

ამის საბაბი გახდა განცხადება ამ კომპანიის პროდუქციაზე ფასების მომატების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილებით Unilever–მა 2 მილიონი იენის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა.

ახლა ჩინეთში ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია ტარდება, რადგან ინფლაციამ 2008 წლიდან დღემდე, მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია.

ბრიტანულ-ჰოლანდიური კომპანია Unilever-ი საკვები და საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი მსოფლიოს უმსხვილესი ჰოლდინგია. მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა L Lipton, Dove, Domestos, Sunsilk, Rexona და Knorr.

2010 წელს, კომპანიის საერთო საქონელბრუნვამ 44,2 მილიარდი ევრო შეადგინა. მსოფლიო მასშტაბით მომუშავე მისი თანამშრომლების რიცხვი 160 ათას ადამიანით განისაზღვრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100