სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მიყვიროდნენ - ჩერგოლეიშვილო შე ბოზო“...

ჟურნალ ტაბულას რედაქტორი ლგბტ აქციის შესახებ "ფეისბუქზე" საუბრობს: "თუ გსურდათ გენახათ ჯოჯოხეთი როგორ გამოიყურება, თავისუფლების მოედანზე უნდა მდგარიყავით.

ამ ჯოჯოხეთზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ახალ მთავრობას რომელმაც პოლიტპატიმრებად შერაცხა ფუნდამენტალისტები და ამით არათუ მათი ლეგიტიმაცია მოახდინა, არამედ მწვანე შუქი აუნთო მათ შემდგომ აგრესიას.

ამ ჯოჯოხეთზე პასუხისმგებლობა ეკისრება ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ვერ დაგეგმა ოპერაცია. პოლიცია არ იყო საკმარისი რაოდენობით მობილიზებული. შავრაზმელებმა და "ტაბურეტკებით" შეიარაღებულმა მღვდლებმა იოლად მოახერხეს მათი კორდონის გარღვევა.

ლგტბ პირები, როგორც კეთროვნები ისე შეყარეს ყვითელ ავტობუსებში და იქაურობას გაარიდეს - ცხადია ეს უკეთესია, ვიდრე მათი ცემა. მაგრამ ფაქტია, რომ ქართულმა სახელმწიფომ ვერ შეძლო უზრუნველეყო მოქალაქეების ფუნდამენტური უფლება - გამოხატვის თავისუფლება.

მიუხედავად ღარიბაშვილის უუნარობისა, მადლობა მინდა ვუთხრა რიგით პოლიციელებს, რომლებიც ჩემს დაცვას ცდილობდნენ გავეშებული ბრბოსგან - ჩერგოლეიშვილო შე ბოზო - ყვიროდნენ ისინი.

პოზიტიური ისაა, რომ გაირკვა - როცა უნდათ ჩემი გვარის სწორად წარმოთქმაც შეუძლიათ.

როგორც ვიცი, ლგტბ პირები ახლაც არ არიან უსაფრთხოდ", - წერს "ფეისბუქზე" თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100