სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როდის და რატომ ითხოვს ირაკლი ალასანია ცოლისგან ყიჟინას?

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ქართული წარმოების ჟილეტის ფოტოს შემდეგი წარწერით:

“სხვა მნიშვნელოვანი და კარგი ამბებიც ხდება, მაგრამ ირაკლი ისე ბედნიერია ამ ჟილეტების საქართველოში წარმოების გამო, რომ დღეში სამჯერ, ჭამის მერე რეაქციას ითხოვს ჩემგან ყიჟინის სახით, ხოდა რომ არ გავაზიარო, არ იფიქროს, რომ მისი სიხარული მნიშვნელოვანი არ მგონია. მოკლედ, ეს ჟილეტები ქართველი მეცნიერის (ხაზს ვუსვამ და ვიმეორებ, - ქართველი მეცნიერის) დამუშავებული ტექნოლოგიით დამზადდა, მსუბუქი, ჰაეროვანი, ლამაზი და თქვენ ხართ ჩემი ბატონი, წვიმა არ ჩადის, ქარი არ უბერავს, ტყვია არ ხვრეტს და ნაღმი ვერაფერს აკლებს. ჩვენთვის ხომ ჩამოვირიგებთო და სხვასაც მივყიდით, ისე მაგარიაო, მაშ!” - წერს ნათია ფანჯიკიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100