სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ისტორია თქვენ ჯერ არ მოგისმენიათ: "ტროელების ნათრევ ქალს მე სახლში არ შემოვუშვებო"

ინტელექტ კლუბის მონაწილე კახა მაჩიტიძე ფეისბუქზე საინტერესო და სახუმარო სტატუს პოსტ აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

კაროჩე, 13-ე საუკუნეა ჩვენს ერამდე. არა გატყუებთ 12-ე. ჰოდა შეკრებილები ვართ საძმაკაცო მცირე აზიაში. ძმაკაცს პატარა უსიამოვნება აქ ცოლოურს და ვეხმარებით რა. მე ვარ, მენელაოსა, აგამემნონა, ტელამონიჩები, ოდისევსა, დიომედა, ნესტორა და არი რა სასტავი კიდე. აქილევსა არაა ხიპიში მოუვიდა აგამემნონთან. ჰოდა ვზივართ რა, ლუდს ვსვამთ და ფეხბურთს ვუყურებთ თან ვბაზრობთ. უცებ გაიჩითა ჰექტორას მამა და დავპატიჟეთ რა. ისე პრიამოი კაცი იყო და ფაიზაღი იბაზრა. ვიციო რო არასპრავედლივი პასტუპკა გააკეთა ჩემმა ბიჭმა მარა ახალგაზრდები არიან და სიყვარულს ვერ დავუშლიო. მენელაოსმა აფეთა შენო ბიჭო ცხენი ხო არა გაქ შიგო? რეებს ბაზრობ ბიჭოო? აქეთ აგამემნონა გადაირია აქილევსთან დამარეკიეთ სახეს ავახევ ამ ახვარსო. პრიამოსამ ქონგურები ვერავის გადაუღუნო ბიჭოო! დარეკა მიკენიჩმა მირმიდონიჩთან და იმან ვერ მოვალ სახსრებში მტეხავს და ქუსლიც მაწუხებსო. აქეთ მენელაოსის დედა რეკავს ტროელების ნათრევ ქალს მე სახლში არ შემოვუშვებო და ერთი ამბავია. ისევ ოდისევსი ჩარიეს, ლაერტიჩ ჭკვიანი კაცი ხარ და რამე თქვიო. ლაერტიჩმა კაროჩე ერთი ბიჭი მყავს და ტელემაქეს ვფიცავარ უნდა დავარტყათო რა. მარა მაიცა ქალს დავეკითხები მაინცო და დარეკა პენელოპასთან, იმან ახლა ვერ გისმენ კარგად ვქსოვ რაღაცას და ცოტა ხანში გადმორეკეო. რა ვერ მორჩი შეჩემანალა ამდენი ხანი მაგასო და გაუთიშა რა ლაერტიჩმა. სად იყო და სად არა ტვ11 კი არადა შემოდის ქირონი. შენო რა გინდა აქანე ბუჯოო გადირია დიომედე? არაა ე საქმე კენტავრების ჩასარევიო. მარა არ გადის ქირონი და ბაზრობს რო არ გვინდა ჯერ ნუ დავარტყამთო, ჰექტორა ვაბაზროთ და პარისია მოვათრიოთო. აგამემნონამ შენო ბიჯო ვაბშე რა შეგიძლიაო? ე ბიჯო ცხენი ვარ და ვლაპარაკობ და მეტი რა გინდაო? ლაერტიჩმა ცხენზე გამახსენდა კაი ვირუსი შევუშვათ ერთი ტროიანი მაგენთანო, დავაიცო მენელაოსამ. ჰოდა გაუშვეს რა. პარისიე და ელენიე ზიან დივანზე და პლანშეტით ინსტაგრამის ფოტოებს ტვირთავენ ფეისბუქზე. ვდრუგ ინბოქსში მესიჯია, გავხსნათო პრიამიჩმა, სპამი რო იყოსო ელენიემ? ფიქრობენ რა. ამ დროს შემორბის აქლოშინებული ლაოკოონი და არ გინდათ არ გახსნათ მაგი ვირუსია და კასპერსკიზე ვადაა გასული ტრიალ ვერსია მეყენაო, მარა დაგიჯერა ვინმემ? გახსნეს ტროიანი და იქანე ამბავი დატრიალდა?! ჰომეროსამ თვალები დაჭყიტა.

გააგრძელე საბერძნეთის ისტორია...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100