სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“მე მეზიზღება კაცობრიობა” – 16 წლის ქართველი გოგოს წერილი

მე მეზიზღება კაცობრიობა, არა იმიტომ, რომ ბევრ ბოროტებას ვჩადით, არამედ იმიტომ,
რომ სიკეთეს არ ვაკეთებთ.

ამაზრზენია, როდესაც ცხოვრებისგან წიხლქვეშგაგდებულ, სასმლის სუნით გაჯღენთილ
მაწანწალას მხოლოდ იმიტომ აქცევენ ზურგს, რომ ყარს, დამყაყებულსულიანი ადამიანები,
რომლებშიც ბაყაყებიც კი ვერ სუნთქავენ.

იმდენად მიჭირს ეს ყველაფერი, საკუთარ თავში ვეღარ ვეტევი, მაგრამ ვხვდები,
რომ "სამყარო მაინც ისეთი იქნება, როგორიც არის", და უბრალოდ ზურგს ვუჩვენებ მათ. არა იმიტომ რომ მივდივარ, არამედ იმიტომ რომ არ შევხედო და გული არ გამისკდეს.

ყველაფერი ცუდადაა და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს როდესაც საქმე კაცობრიობას ეხება.

გადაიტენა ქალაქები მოწყალების მთხოვნელი ხალხით და ყველაფერი იმდენად აირია ძვლივს ვიგებ-ხოლმე ვის უჭირს ნამდვილად.

და დღეს, როდესაც ყველაფერი ისე იყო, როგორც არ უნდა ყოფილიყო, მივხვდი რომ ყველაზე მეტად ის არის ნამდვილი, იმას სტკივა, იმას უჭირს, ვისაც მარცხენა ლოყაზე დაარტყამენ და მარჯვენას შეუშვერს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100