სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სარკოზი: "საქართველოში რუსეთის ჯარი არ დგას..."

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პირველად აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი არ დგას. ეს განცხადება მან დოვილში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ახლა საქართველო მთლიანად თავისუფალია, ტანკები კი თბილისიდან 40 კილომეტრში იდგნენ. ბატონმა მედვედევმა თავისი სიტყვა შეასრულა", _ განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლა სარკოზი ადრე აცხადებდა, რომ რუსეთმა "მედვედევ-სარკოზის" გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების უმრავლესობა უკვე შეასრულა.

"მე ვუთხარი ბატონ მედვედევს, რომ რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებების უმრავლესობა უკვე შეასრულა", _ აცხადებდა სარკოზი 2008 წელს რუსეთ-ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ და იქვე განმარტა, რომ საუბარი მიდის, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტაზე და თავისი არმიის გაყვანაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100