სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვადაგასული პოლიტიკოსები ნუ ეცდებით ჩემს ხარჯზე საზოგადოებაში ქულების წერას"

მომღერალი სტეფანე მის წინააღმდეგ განწყობილ ადამიანებს სოციალურ ქსელში პასუხობს.

„ბევრი ვიფიქრე დამეიგნორებინა გიჟების არმია, რომლებიც ყოველდღე მემუქრებიან და ათას სიბინძურეს მწერენ, თუ მეპასუხა.ბევრი აზრი მომდის თავში და საიდან დავიწყო არ ვიცი. ამ სიბინძურეში , რომელიც ჩემს წინააღმდეგ ატეხეს, ჩართვას არ ვაპირებ.

ერთს ვიტყვი, რომ სასულიერო პირთან პოლემიკაში შესვლა ყველანაირი ეტიკეტის დაცვით, არ ნიშნავს ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ აზრის გამოხატვას.

სასულიერო პირები, ისევე როგოც ჩვენ ადამიანები არიან და მათთან დიალოგი ან თუნდაც კამათი, სავსებით ნორმალურია.

მე არც არვიზე ცუდი არაფერი არ მითქვამს და გადახლეჩილი კრაკადილშიკები თუ ვადაგასული პოლიტიკოსები ნუ ეცდებით ჩემს ხარჯზე საზოგადოებაში ქულების წერას. მითუმეტეს თუ ეს ცილისწამებაა.

ის მოსაზრება, რომ პატრიარქს შევეხე, არის აბსოლუტური ტყუილი და ადამიანების შეცდომაში შეყვანა. გთხოვთ, თუ რელიგიით სპეკულირებთ, ნუ შეიყვანთ ხალხს შეცდომაში. ეს უფრო დიდი ცოდვაა....“ - წერს სტეფანე სოციალურ ქსელში.

აღნიშნული ფეისბუქ სტატუსი სავარაუდოდ იმ ადამიანებს ეძღვნებათ, რომლებიც მომღერალს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში სასულიერო პირებთან კამათის გამო აკრიტიკებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100