სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძის ოჯახი გირაოს გადახდას არ აპირებს

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, მისი მეუღლისათვის ბადრი ბიწაძისთვის ადვოკატი უკვე აყვანილია და ის აქტიურად მუშაობს ყველა შესაბამის ინსტანციაში. მისივე თქმით ადვოკატის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.

"30 მაისს მოგვივიდა დოკუმენტი გამომძიებლისგან, რომლის მიხედვითაც 48 საათში უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება ადვოკატს ავიყვანდით თუ დაინიშნებოდა სახაზინო ადვოკატი.
48 საათი გადის დაახლოებით 23:00 საათზე, მაგრამ გეტყვით, რომ ადვოკატი აყვანილია და იგი აქტიუარად მოძრაობს ყველა შეაბამის უწყებაში. მისი ვინაობა მალე გახდება ცნობილი დოკუმენტს ხელს გამომძიებელი კახა სირაძე აწერს",_ განაცხადა ბურჯანაძემ.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გასუსვა იმას, რომ რა რაოდენობის თანხაც არ უნდა ყოფილიყო ისინი გირაოს გადახდას არ აპირებდნენ.

აღსანიშნავია, რომ "სახალხო კრების" აღმასრულებელ საბჭოსა და სათათბირო კომიტეტის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმასრულებელი საბჭოს წევრები შეხვდებიან იურისტებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ნინო ბურჯანაძის თქმით იურისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ის რამდენიმე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. შეხვედრა სასტუმრო "ვერე-პალასში" მიმდინარეობს და მას აღმასრულებელი საბჭოს თითქმის ყველა წევრი ესწრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100