სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი რას წერს ნინა წკრიალაშვილი მამულიჩას დაპატიმრებაზე

“ამ ბიის ფასი ყველა ერად ვერ ხარ კვენი ოჯახები და ნაცნობები, ვინც ასეი გახარებულები ხარ. ველაფერი კარგად ინება”

ეს სიტყვები ნინა წკრიალაშვილმა ლელა წურწუმიას ქმრის, კახი მამულაშვილის, იგივე მამულიჩას ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა პირად ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია მამულაშვილის დაპატიმრების შესახებ.

შსს არ ადასტურებს, რომ დაკავებული წურწუმიას ქმარია, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ:

უწყების სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული კახი მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ.

კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით) მიმდინარეობს. გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100