სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ აღარ ჯდება ინგა გრიგოლია საჭესთან?

ინგა გრიგოლია სატრანსპორტო საშუალებებს შორის უპირატესობას მეტროს ანიჭებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ფეისბუქზე წერს.

„ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ კარგა ხანია მანქანით თითქმის აღარ დავდივარ და საჭესთან მხოლოდ თავისუფალ დღეებში ვჯდები,როცა საქმე არ მაქვს ხოლმე, საცობების და პარკინგის გამო.....

ძირითადად ტაქსით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ, დღეს კი სანამ პარლამენტში გავედი და ვცდილობ, როგორმე უკან მოვაღწიო ტელევიზიის მძღოლთან ერთად, საბოლოოდ მივხვდი, რომ მე თანდათან მეტროზე გადავერთვები.....

ერთადერთი საშუალება, რომ არ დაიტანჯო, არ დააგვიანო დანიშნულების ადგილას და დროულად გადაადგილდე,უკვე მხოლოდ მეტროა... მე მეტროზე გადავდივარ !!!!!!“ - წერს გრიგოლია პირად ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის ინგამ თავისი ბოლო ავტომობილი, შაფი ფერის რენჯ როვერი საკუთარ ქალიშვილს მარიამ აჩუქა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100