სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთაწმინდის პარკში ხვალ ზღაპრის გმირის - დევი "ბომბორას" იუბილეს აღნიშნავენ

ამასთან დაკავშირებით "ბომბორა" და ზღაპრის სხვა გმირები "ვარდების მოედნიდან" ღია ავტობუსით თბილისის ქუჩებში (კოსტავას, გამსახურდიას, ვაჟა-ფშაველას, თამარაშვილის, ჭავაჭავაძის, მელიქიშვილის, რუსთაველის გამზირები) იმგზავრებენ და სტუმრებს იუბილეზე მთაწმინდის პარკში მიიწვევენ.

როგორც "პირWელს" მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ქუჩების მოვლის შემდეგ "ბომბორა" და მისი მეგობრები მთაწმინდის პარკში დაბრუნდებიან, სადაც სადღესასწაულო ტორტი გაიჭრება და ზღაპრის გმირები სტუმრებს ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან.

"ბომბორა" სტუმრებთან ერთად პარკის ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც ბავშვებს "მულტი-პულტის სამყაროს" გმირები გაართობენ, პარკის ცენტრალურ მოედანზე კი საბავშვო ანსამბლი "ბზიკები" კონცერტს გამართავს. ღონისძიებების დასასრულს პარკის ცენტრალურ მოედანზე საბავშვო ანსამბლ "1, 2, 3"-ის კონცერტი გაიმართება", - აცხადებენ მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100