მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE" Contact
ყველაზე კითხვადი სტატია
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
სან­დ­როს უყ­ვარს დე­და, ამი­ტომ მი­სი ცო­ლი უნ­და იყოს ქა­ლიშ­ვი­ლი!
ახლა კითხულობენ

ინტერნეტში მარგველაშვილის ნახევრადშიშველი ცოლის ფოტო გავრცელდა  

ლალი მოროშკინას „ცინიკური“ განცხადება  

დიალოგი თბილისელ ტაქსის მძღოლთან  

ნანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს  

მაკა ასათიანი „მაესტროს“ შენობას მისცემს, ივანიშვილი კი – ფულს  

წავიდა და დაიკარგა, აფხაზეთთან ერთად დაიკარგა... 

„სცენის ეპოქალური დედოფალი“ სოფიკო ჭიაურელი... 

ასე იხსნა აკაკი წერეთელმა პოლიციისგან ქურდი 

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია-პოლიციის მანქანები დუბაიში 

მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი 

ის მსოფლიოს ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტია 
მოლითთან მომხდარი ავარიისა და ხანძრის გამო წუხელ რკინიგზა ბლოკირებული იყო

droni.ge
07:42 04.07.2011

ხარაგაულის რაიონში, რკინიგზის სადგურ მოლითთან მომხდარი ავარიის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა საქართველოს რკინიგზის გურია-აჭარის მიმართულების რამდენიმესაათიანი ბლოკირება გამოიწვია.

კერძოდ, პრობლემები შეიქმნა თბილისი-მახინჯაურისა და მახინჯაური-თბილისის ღამის რეისებს და ორივე შემადგენლობამ გასვლა დაახლოებით 2 საათით დაიგვიანა.

ამ ხნის განმავლობაში მგზავრებს, რომლებიც გასვლის დაგვიანების მიზეზით ინტერესდებოდნენ, მხოლოდ იმას განუმარტავდნენ, რომ საქართველოს რკინიგზაზე ტექნიკური პრობლემებია, რომლებიც გვარდება.

„დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლების შეფერხების მიზეზი სწორედ მოლითთან მომხდარი ავარია იყო.

ინციდენტი გუშინ, ღამის საათებში მოხდა: მოლითის რკინიგზის სადგურთან ლიანდაგიდან გადავიდა ნავთობით დატვირთული შემადგენლობა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ხანძარი სწრაფად გავრცელდა დიდ ფართობზე და ნაწილობრივ დააზიანა რკინიგზის სადგურის შენობა. ცეცხლის მრავალი კერის ლოკალიზებისთვის ადგილობრივი ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა და დამხმარე რაზმები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც გამოიძახეს.

მეხანძრეებმა შეძლეს, მოსახლეობის მიმართულებით ცეცხლის გავრცელება შეეჩერებინათ, გვიან ღამით კი ხანძრის სრული ლოკალიზებაც მოახერხეს.

საქართველოს რკინიგზის გურია-აჭარის მიმართულებაზე მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობდა.

კომენტარი     ბეჭდვა  

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
droni.gimg@gmail.com
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962
რეკლამა საიტზე
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი