სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შამბა: მოვესწრები იმასაც, რომ საქართველო აფხაზეთს აღიარებს

იმასაც მოვესწრები, რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა, რომელიც კმაყოფილია ექსპერტ მამუკა არეშიძის მიერ წამოყენებული ინიციატივით, იმის შესახებ, რომ საქართველომ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს. შამბა კმაყოფილებას ვერც იმით მალავს, რომ არეშიძის ეს ინიციატივა საზოგადოებაში განხილვის თემაც გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" აქვეყნებს.

"მიმაჩნია, რომ ეს დადებითი ტენდენციებია. მე თავის დროზე ვამბობდი, რომ საქართველო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ეს დღეს არარეალური ჩანს, თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობისათვის ვიბრძოდით, ესეც არარეალურად ჩანდა, როდესაც ჩვენ საქართველოს ვებრძობით - გამარჯვებაც არარეალურად გვეჩვენებოდა, როდესაც საერთაშორისო აღიარებისათვის ვიბრძოდით - აუხდენლად მიგვაჩნდა. ყველაფერი არარეალურად მიგვაჩნდა რასაც მივაღწიეთ", – აცხადებს სერგეი შამბა და აღნიშნავს, რომ "საქართველო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ მისთვის ეს ერთადერთი გამოსავალია, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენთან გარკვეული ურთიერთობები იქონიოს - ჩვენ ხომ მეზობლობა დაბედებული გვაქვს", – აცხადებს სერგეი შამბა.
მისივე თქმით, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თემის განხილვა საქართველოში უფრო განვითარდება – "მთავარია პირველი ნაბიჯი გადაიდგას".

ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ არეშიძის ინიციატივით წამოყენებული პირობები, საქართველოს მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ აფხაზეთისათვის მიუღებელია სერგეი შამბა მაინც მიიჩნევს, რომ თბილისი მსგავსი მოლაპარაკებების დასაწყებად ჯერ კიდევ მზად არ არის.

"ქართულ საზოგადოებაში არსებობს მდგომარეობები, რომელთაგანაც აბსტრაგირება არ გამოვა. ქართული საზოგადოებაც არ არის დღეს მზად - არც ელიტა და რც უბრალო მოქალაქეები. თუმცა დადებითი პროცესები დაიწყო და ჩვენ მათ თვალს გავადევნებთ", – აცხადებს შამბა და იმასაც აღნიშნავს, რომ მისი აზრით, საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მალე არ მოხდება თუმცა იგი ამას მოესწრება.

"როდესაც ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩავები, 24 წლის ვიყავი, მაშინ "აიდგილარას" სახალხო ფრონტის ხელმძღვანელი ვიყავი. როდესაც ჩვენ პირველი მიტინგი ჩავატარეთ დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ჩემი მეგობრები მეკითხებოდნენ" ნუთუ შენ ამის გჯერა? მე მათ ვუპასუხე, რომ მჯერა, ვიცი, რომ მე ამას ვერ მოვესწრები, მაგრამ ჩვენი შვილიშვილები შესაძლოა მოესწრონ. მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა. ჩვენ ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ და ყველაფერი თავად ვნახეთ. დანარჩენსაც ვნახავთ: როგორ აღიარებს საქართველო აფხაზეთს, როგორ აღიარებენ მას სხვა ქვეყნები, შესაძლოა ცოცხალიც ვიყო იმ დროისათვის", –აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრი სერგეი შამბა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100