სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტოლი ბოისა ცნობილი ქართველი ლამაზმანებისგან მილოცვებს იღებს

ტოლი ბოისას კარგი მამობის შესახებ საზოგადოებამ სოციალური ქსელისა და სხვადასხვა ტელე-გადაცემების საშუალებით კარგად იცის, ამიტომ არავის გაუკვირდება, რომ საკუთარი ვაჟის დაბადების დღეს კალათბურთელმა ფეისბუქზე ვრცელი პოსტი მიუძღვნა და მრავლად ლაიქები და კომენტარებიც მიიღო.

„დღეს არის ჩემი ვანილის პონჩიკის დაბადების დღე, დიდი ხანია ამ დღეს ელოდება და სამწუხაროდ მე ვერ ვიქნები ამ დღეს მის გვერდით. მინდა რომ ჯანრთელი და ბედნიერი იყოს ეგ "პოზიტივის თოვლის გუნდა" !!!

ძალიან მაგარია ყურება როგორ იზრდება და რამდენ სიყვარულს და სითბოს ჩუქნის ყველას თავის გარშემო, ძალიან მიხარია რომ სიკეთეს ასხივებს მისი თვალები და რომ თავისი ფავორიტი სპორტსმენები ჩვენი მეგობრები არიან!!!

დიდი მადლობა შენ თეა ბოისას, რომ სუპერ დედა ხარ ჩემი შვილისთვის და რა თქმა უნდა რომ ჩემი "კოპიო" მაჩუქე“ - წერს ბოისა პირად ფეისბუქ გვერდზე.

კალათბურთელის სხვა მეგობრებტან ერთად ამ პოსტს ცნობილი ქართველებიც გამოეხმაურნენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ირინა ონაშვილი: გილოცავთ, გაგიზარდოთ ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი ბიჭი. გაიზრდება და ვიამაყებთ მისით აუცილებლად.

მარიამ როინიშვილი: თოლი და თეა საოცარი ბიცჰის დაბადების დგეს გილოცავტ. დზალიან დზალიან ბედნიერი და ჯანმრტელი ბიცჰი გაგეზარდოტ

სოფო ნიჟარაძე: გილოცავთ ტოლიკ და თეა, დიდი ბიჭი გაიზარდოს, ჯანმრთელი, ბედნიერი, წარმატებული! ვგიჯდები, რომ ვუყურებ, კარგ ხასიათზე ვდგები, დარწმუნებული ვარ, ყველა ასეა ამ სუპერ ბავშვის დანახვაზე! ბედნიერები იყავით და სულ ტკბებოდეთ მისი ყოველი წამით!

ნანკა კალატოზიშვილი: გილოცავთ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100