სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ხალხნო სირცხვილია" - თამარ ივერი მართმადიდებელ მშობელთა კავშირს უპირისპირდება

თბილისში ვატიკანის საელჩოსთან რომის პაპის ვიზიტის წინააღმდეგ, მართმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ გამართულ „ლოცვითი დგომის აქციას" გამოეხმაურა ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი.

“ისე ბნელა რომ შავი კატაც არ გაჩერდება ასეთ ოთახში!!! თავად პატრიარქის მოწვეულიცაა და ჩვენი თუ რუსეთის პატრიარქებს დიდი პატივით ხვდებიან ევროპაში და სამკურნალოდაც მშვენივრად დადიან იქ.

როგორც ევროპაშია უამრავი მართლმადიდებლური ეკლესიები... ასევე თბილისშია კათოლიკური ეკლესია და მისი მრევლი. ეს ადამიანი სტუმრად ჩამოდის და არა იეღოველივით სააგიტაციოდ და ხალხის გადასაბირებლად. თუ ძლიერი ხარ შენს რწმენაში არ უნდა გაღელვებდეს არავის ვიზიტი. ალბათ მავანთ შიშის სუნი იგრძნეს... ვაი, და ხალხი არ გადაგვებიროსო თუ რა ხდება?... მართლაც რომ სიბნელეა უკომენტარო სიბნელე!!!

ხალხნო სირცხვილია.... სიბნელე იქეთ იყოს... ბოლობოლო ქართულ სტუმართმოყვარეობას ნუ ვესვრით ტალახს!!” - წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში და თან აზიარებს ვიდეოს, რომელიც აქციის მონაწილე მამაოს განცხადებას ასახავს.

თამარ ივერის ფეისბუქ პოსტთან ერთად გთავაზობთ აქციის ორგანოზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებას აქციის მიზეზებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი მამაოს კომენტარს.

„მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი ევრ ერკვევა, თუ როგორი დამღუპველია პაპიზმი მართლმადიდებლებისთვის. რომის პაპის ვიზიტი საქართველოში დიდ შეშფოთებასა და ვნებათაღელვას იწვევს მორწმუნე ერში. როგორც ვატიკანის რადიომ განაცხადა, „პაპი განახორციელებს სამოციქულო ვიზიტს კავკასიაში“, რაც უკვე მრავლისმთქმელია.

მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი მართლმადიდებულ სამყაროში განუზომლად დიდია, როდესაც სხვა ეკლესიების მორწმუნენი იმედის თვალით შეჰყურებენ ჩვენს ეკლესიასა და პატრიარქს, ეს ვიზიტი, პაპთან შეხვედრა, ის ანტიეკლესიური ეტიკეტი, როგორიცაა ამბორისყოფა, მწვალებლური საკრებულოს „წმინდა საყდრად“ მოხსენიება, არქიერეტიკოსთან ერთად თანალოცვა, პაპის შესვლა მართლმადიდებლურ ტაძარში და იქ ნებისმიერი ქმედება, ყოველივე ის, რაც საეკლესიო სამართლით აკრძალულია და მკაცრ სასჯელს ექვემდებარება, დაამცრობს ჩვენი ეკლესიისა და მისი პატრიარქის ავტორიტეტს, იმედს გაუცრუებს ქართველ და არაქართველ მორწმუნეებს,"- ნათქვამია „მართმადიდებელ მშობელთა კავშირის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100