სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამთა ლიპარტელიანი გარდაცვლილებს შორის იპოვეს

საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი, რომელიც ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე განხორციელებული ტერაქტისას იქ იმყოფებოდა, გარდაცვლილებს შორის იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარეს დღეს ნორვეგიის პოლიციამ მიაწოდა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.

ბოლო დრომდე ლიპარტელიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. მის სამძებრო სამუშაოებში ნორვეგიის ხელისუფლება და დანიაში, ნორვეგიაში და ისლანდიაში საქართველოს საელჩო იყო ჩართული. ასევე, ოსლოში იმყოფებიან თამთა ლიპარტელიანის მშობლებიც.

22 ივლისს, ანდერს ბრეივიკი კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხა და 84 ადამიანი მოკლა. თავდასხმის მომენტში კუნძულზე თამთა ლიპარტელიანთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ნათია ჩხეტიანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100