სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ახალგაზრდა ქალია, ტირის, შეშინებულია, მეუბნება, რომ ნაცემია და სახლში ყავთ დამწყვდეული მშობლებს"

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"რამდენიმე დღის წინ ღამე მომდის სმს: თქვენი ნომერი მომცეს, მითხრეს დაგეხმარებაო და მართალია? მეთქი კი და ვაძლევ "საფარის" ნომერს, ხვალ დარეკეთ თქო. ხვალ შეიძლება ტელეფონი წამართვან... ვურეკავ. ახალგაზრდა ქალია, ტირის, შეშინებულია, მეუბნება, რომ ნაცემია და სახლში ყავთ დამწყვდეული მშობლებს, რადგან ეწინააღმდეგებიან მის მეორეჯერ გათხოვებას. (30 წლამდე შვილიან ქალზეა საუბარი). ვუხსნი უფლებებს, ვადგენთ სცენარს, ვთანხმდებით, რომ პერიოდულად თუ ვეღარ მეკონტაქტა, მე დავრეკავ პატრულში. ვეკითხები სად უნდა ვეძებოთ... გვაქვს გეგმა როდის და როგორ უნდა წამოვიდეს სახლიდან ოჯახთან მოლაპარაკების გზით. მაგრამ მეორე დღეს დათქმულზე ადრე მირეკავს აკანკალებული და დატერორებული, მეუბნება, რომ დედამისმა ტანსაცმელი მაკრატლით დაუჭრა. ეშინია. ვეუბნები, რომ დარეკოს პატრულში. პატრულის მოსვლამდე რომ მომკლან?.. ვასწავლი, როგორ ჩაიკეტოს აბაზანაში, როგორ დარეკოს და უთხრას პატრულს, რომ აბაზაბაში მოძებნონ. ხაზეზე ვართ მეც და ჩვენი იურისტი ელისოც. მისულ პატრულს ოჯახი თავიდან კარებს არ უღებს. თუმცა პატრულმა იცის, რომ ქალი აბაზანაში ჩაკეტილი ელოდება და აიძულებენ კარის გაღებას. ელისო კონტაქტზეა და პატრულს სთხოვს დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მსხვერპლი თავშესაფარში. პატრულს გამოყავს ნახევრადჩაცმული ქალი. ქალი თავისუფალია და თავის შეყვარებულთან ერთად მიდის. აეროპორტის გზიდან რამდენჯერმე გვწერს მე და ელისოს, რომ გადავარჩინეთ და ბედნიერია.პ.ს. რამდენადაც ვიცი, საქართველოში აღარ არის. ამიტომ ვწერ ამ სტატუსს ახლა. როგორ არ მოგიყვეთ?! დღეს "იმედის" "პრაიმ შოუში" ვიყავით ფემინისტები. ხშირ-ხშირად წამყვანები და სხვა სტუმრები მეძახდნენ - "დღეს ეგეთები აღარ ხდება". დღეს აი ესეთები ხდება და თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ... მაქსიმუმ მკვდარი ქალები დაითვალოთ. გადაცემის ჩაწერაზე ჩვენი პროტესტის მიუხედავად, მეორე ბლოკში მაინც სიურპრიზად მოგვგვარეს ბესო ჩუბინიძე და გივი სიხარულიძე. შვიდივე ფემინისტი-აქტივისტი წამოვედით მეორე ბლოკიდან. ვერ ვაგებინებთ ჟურნალისტებს, თუ რატომ არ ვაღიარებთ ოპონენტებად მიზოგინებს და ჰომოფობებს და რატომ არ გვინდა ცირკში მონაწილეობა...
მაინც იმედს ვიტოვებ, რომ გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ საუბრებს სრულად დატოვებენ მონტაჟის დროს" - წერს ბაია საკუთარ ფეისბუ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100