სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პედოფილი ეზოში მოთამაშე მცირეწლოვან გოგონას თავს დაესხა

ბაქოში პედოფილი ეზოში მოთამაშე 10 წლის გოგონას დაესხა თავს. ამის შესახებ პოლიციაში თავად გოგონას მშობელმა განაცხადა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მამაკაცმა გოგონაზე ძალადობა სცადა და მისი მხრიდან სექსუალური ხასიათის ამორალურ ქცევებს ჰქონდა ადგილი.

თავად გოგონას ფიზიკური ტრავმები არ აღენიშნებოდა, თუმცა ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და ახლა ყველას მიმართ შიშს განიცდის.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია 28 წლის მამაკაცი, რომლის ვინაობაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ სახელდება, თუმცა მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100