სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორმა მამაკაცმა ერთმანეთს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა - ორივე მათგანი შიშველი იყო (+18)

ნოვოსიბირსკის სამართალდამცველები იძიებენ საქმეს განზრახ მკვლელობაზე, რომელიც საკმაოდ უცნაურ ვითარებაში მოხდა - ორმა მამაკაცმა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში ერთმანეთი დანით დაჭრა. 18 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, 33 წლის მამაკაცი კი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, დაჭრილი კორპუსის ლიფტიდან შიშველ მდგომარეობაში გამოდის და ხელში მობილური ტელეფონი უჭირავს, რომლითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებას ცდილობს. მას ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რამაც დაჭრილის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდაც შიშველ მდგომარეობაში იპოვნეს სადარბაზოში.

როგორც აღმოჩნდა, მამაკაცები ერთ ბინაში იმყოფებოდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ დაჭრილი რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება, მის დაკითხვას სამართალდამცველები ვერ ახერხებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100