სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უბედური შემთხვევა ბათუმში - სახლის მეოთხე სართულიდან 50 წლამდე ქალი გადმოვარდა

უბედური შემთხვევა ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე. საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან დაახლოებით 50 წლის ქალი გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი ფანჯარას კიბის საშუალებით ასუფთავებდა და კიბე დაუცურდა.

ქალბატონი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100