სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს ხელთუქმნელი ანჩისხატის დღე აღინიშნება

დღეს, 29 აგვისტოს, მართლმადიდებლები ხელთუქმნელი ანჩისხატის დღესასწაულს აღნიშნავენ. უკვე წლებია მაცხოვრის სალიტანიო ანჩისხატი ყველა იმ ადგილზე დაბრძანდება, რომელიც ისტორიულად ხატმა გაიარა. ეს გზა ტრადიციულად იერუსალიმიდან იწყება.

ფერისცვალებას ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის წევრებმა ისრაელში მცხოვრებ ქართველებთან ერთად ეს ხატი თაბორის მთაზე დააბრძანეს. შემდეგ სალიტანიო ხატმა ისტორიული კონსტანტინოპოლი გამოიარა და ანჩაში მის ისტორიულ ადგილას დაბრძანდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100